RSS

მუხიანის სამხედრო დასახლების მცხოვრებლების გასაჭირი

20 Oct

nini2

ნინი ღაჟონია

 

„-მამიდა,  ეზოში ჩავალ რა!
-არა გვანცა,  ვერ გაგიშვებ, ქუჩა დაბინძურებულია“, – ამგვარ დიალოგებს ხშირად ისმენენ მუხიანის სამხედრო დასახლების მაცხოვრებლებისგან. პატარა გვანცა მამიდა სოფიკოს ესტუმრა, მაგრამ ეზოში არ  ჩაუშვეს. „საშინელი მდგომარეობაა, კანალიზაცია ტრასაზე გადმოდის, ვერც ქუჩაში გახვალ, ამდენი ადამიანი ვცხოვრობთ და ახლოს მხოლოდ ორი ურნა დგას. სადარბაზოში ვირთხები დარბიან. გავრეცხავ ჩემს მანქანას, მაგრამ აზრი. ნახეთ თქვენ თვითონ. და  აქაურებს რომ ჰკითხო, გეტყვიან დედაქალაქში ვცხოვრობთო. ეს დედაქალაქია?! გეკითხებით, ეს არის დედაქალაქი?!“ – გვიყვება სოფიკო ღლონტი, რომელიც 8 წელია მუხიანში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს.
nini-001პრობლემებზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ მუხიანელები, თუმცა არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც მათ მოისმენს და პრობლემებს მოაგვარებს. „ელემენტარული გზა არ არის, მანქანით ვეღარ გაივლი. სამარშრუტო ტაქსიც მხოლოდ ერთია, მგზავრები ახმეტელის მეტრომდე ჩაჰყავს. ახლა ეს მილებიც გასკდა და რა საზიზღრობაა თქვენც ხედავთ. ხო მართლა სახლში თაგვები ვერ მოვსპე,რას დავაბრალო არადა ოჯახი მოწესრიგებული მაქვს“, – გვეუბნება  დავით ღლონტი, რომელიც ქუჩის კუთხეში შეკრებილ ხალხთან ერთად იდგა.

შუახნის ქალბატონი ლალიც, რომელმაც გვარის გამხელისგან თავი შეიკავა, ნარჩენების შესახებ ყვება: „დანაგვიანებულია გარემო, სახლში ერთი პერიოდი ვირთხები გაჩნდნენ. მერე კიდევ ეს ბოსტნები და ქათმები. ქალაქია, სოფელში ხომ არ ვცხოვრობთ“.
მისი მეზობლების აზრიც ასეთია – არ არის საჭირო თბილისში ქათმები და ღორები გაუშვა და მოსავალი აიღოო. ხელმოწერებიც შეაგროვეიათ. მათივე თქმით, განცხადება მერიაში შეიტანეს, თუმცა არაფერი შეცვლილა.
ადგილობრივების მტკიცებით, ზაფხულის ცხელ დღეებს ნაგვის სუნი გაუსაძლისს ხდის. მუხიანის სამხედრო დასახლებაში კორპუსებთან მხოლოდ ორი ურნა დგას. ნაგავი რომ აღარ ეტევა იქვე ტოვებენ.  „ჩვენ ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ, აქაურობა ყოველ დილით სუფთავდება, მაგრამ ეს ხომ საზოგადოების თვითშეგნებაცაა. ხომ შეიძლება სიგარეტს რომ ჩააქრობ, აქ არ დააგდო?!“ – გვეუბნება ადამიანი, რომელიც ყოველ დღე ზრუნავს უბნის სისუფთავეზე და ოჯახსაც სწორედ ამ ხელობით არჩენს. თუმცა ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, რადგან ფიქრობს, რომ მის აზრს არავინ გაითვალსიწინებს, რადგან მეეზოვეა.

ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხისთვის  „უბნის კაცებს“ პასუხი არ აქვთ.

„2012 წლის არჩევნების დროს ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამხედრო დასახლება სოსო ჯაჭვლიანმა მოინახულა. მოსახლეობასთან შეხვედრისას მთავარი დაპირება სინათლისა და დაბინძურებული გარემოს მოგვარება იყო. დაპირება დაპირებად დარჩა. 2012 წლის შემდგენ 4 წელი გავიდა, აქ არავინ  მოსულა. არც ახლა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებმა უკვრ ჩაიარა. „მიხედავენ ამ დასახლებას ოდესღაც“ უპასუხოდ მრჩება,“ – გვეუბნება კიდევ ერთი ადგილობრივი, – ურნასთან დაგდებულ ძველ საჭმელს მწერები ესევა, საღამოობით უპატრონო ძაღლებიც მოდიან. გვერდით სტადიონზე კი ბავშვები თამაშობენ.“

„გარემოზე ჩვენი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ისევ ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება. ნარჩენებმა, კანალიზაციის გახეთქილმა მილებმა შეიძლება ბევრი ბაქტერიის გავრცელება გამოიწვიოს. მწერები დაყრილ ნაგავს ესევა და მერე ჩვენთან სახლში შემოდიან. ასე შეიძლება ლეიშმანიოზი გავრცელდეს. მალარია არა, რადგან თბილისი მაინც არ არის ჭაობიანი და ამის საშიშროება არ დგას.  ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ გარემოს დასუფთავებაზე, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლის ნაწილია,“ –  გვეუბნება პედიატრი ქეთევან გორგოშაძე, რომელიც ახლახანს დაბრუნდა ბარსელონადან და თბილისში სამედიცინო კონფერენციაზე იმყოფება.

„რამდენიმე კვირის წინ მუხიანის მაჟორიტარობის კანდიდატის სოციალურ გვერდზე კომენტარი დავტოვე: „იქნებ ვინმემ მიხედოს მუხიანის სამხედრო დასახლებას“. პასუხი ისევ ვერ მივიღე. იქ მცხოვრებ ადამიანს აწუხებს, რომ არც გზა აქვთ, ამ დასახლებაში გასვლას ტაქსის მძღოლებიც კი ერიდებიან, რადგან არც მილებია წესრიგში, არც გზა. არ არსებობს ბავშვებისთვის სათამაშო ადგილი, რადგან ბაღ-ვენახებმა ყველაფერი დაიკავა და მანქანის გაჩერებაზეც ხშირად კამათობენ ხოლმე. სადარბაზოში დაკბენილი ძაღლები წვანან, ოთახში ჭერიდან თაგვები ჩამოდის. ერთი პატარა, ახლახანს აშენებული სკვერი არ კმარა იმისთვის, სათქმელად გქონდეს ჩვენ მოსახლეობას დაპირებებს ვუსრულებთო. ხო მაგრამ დაპირებაც რომ არ ყოფილა ამ წელს,“ – გვეუბნება კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

იმედია, მუხიანელების სატკივარი კვლავ არ დარჩება „ხმა მღარადებლისა უდაბნოსა შინად“ და პრობლემები მოგვარდება.

ფოტო: ნინო ღაჟონია

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s