RSS

worknet.gov.ge კიდევ ერთი შანსი დასაქმების მსურველთათვის

08 Oct

davibadeოლიკო ცისკარიშილი

რამდენიმე დღის წინ, წყალტუბოში ჟურნალისტები სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახორციელებს ევროკავშირის დაძმობილების პროექტს „დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობათა განვითარება საქართველოში“. პროექტის მიზანია საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაძლიერება, რათა სამუშაოს მაძიებლებს მიეწოდოთ კარგად ორგანიზებული, მაღალი ხარისხის, გენდერულად დაბალანსებული და ფინანსურად ეფექტური დასაქმების სერვისები.

2016 წლის 1 ივნისიდან დაიწყო მომსახურების ახალი მოდელის 6-თვიანი პილოტური პროექტი, რომელიც მიმდინარეობს მხოლოდ თბილისის მასშტაბით და ჩართულია თბილისის რაიონული ოფისი, რეგიონალური ცენტრი და  დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი (სათაო ოფისის ფუნქციით);

შეხვედრაზე ბევრი ისაუბრეს დასაქმების საიტ worknet.gov.ge-ზე, რომლის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში არ არსებობდა სამუშაოს მაძიებლებისათვის რეგიტრაციის ერთიანი სისტემა; არ არსებოდა დამსაქმებლების რეგისტრაციის ერთიანი სისტემა; არ არსებობდა თავისუფალი სამუშაო ადგილების რეგისტრაციის ერთიანი სისტემა; არსებობდა მონაცემების ცენტრალიზებულად შეგროვების, შენახვის დამუშავებისა და ანალიზის ერთიანი სისტემა;

ახლადფორმირებული დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიზნები კი სახელმწიფო მონაცემთა ბაზის შექმნაა (შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემა (LMIMS); მობილური ბიზნეს პროცესის განვითარება; ბიზნეს პროცესში მონაწილე სუბიექტების განსაზღვრა (მაძიებელი, დამსაქმებელი, სასწავლო ცენტრები და სხვა); ეფექტური და გამჭვირვალე საშუამავლო მომსახურების გაწევა; ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, სტატისტიკა და რეკომენდაციების შემუშავება; სოციალური სააგენტოს მომსახურების დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის აღრიცხვების საამართველოს უფროსის ნინო აგაშენაშვილის თქმით, სამუშაოს მაძიებლის რეგისტრაცია დაიწყო 2013 წ. 26 დეკემბრიდან, ხოლო დამსაქმებლისა და ვაკანსიის რეგისტრაცია დაიწყო 2016 წლის მარტიდან. მისივე თქმით, worknet.gov.ge ბევრი შესაძლებლობა აქვს, სამუშაოს მაძიებლებს ეძლევათ შესაძლებლობა განათავსოს  საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია; ვაკანსიის პირობებში მოიძიოს დამსაქმებელმა; თვითონ მოიძიოს ვაკანსია და გაუგზავნოს მონაცემები დამსაქმებელს; თავად მიიღოს გადაწყვეტილება ინფორმაციის რა ნაწილი გახდეს საჯარო გარდა პერსონალური ინფორმაციისა; შექმნას და მართოს საკუთარი გვერდი; მოიძიონ სასურველი ადამიანურ რესურსი ქვეყნის მასშტაბით; ვაკანსიის პირობებში ავტომატურად დააკავშიროს სამუშაოს მაძიებელს; თავად მიიღოს გადაწყვეტილება ინფორმაციის რა ნაწილი გახდეს საჯარო; მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ვაკანსიებისა და დასაქმების ხელშემწყობი პრორამების შესახებ ასევე, მოიპოვონ სტატისტიკური მონაცემები  ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ძალის შესახებ.

worknet.gov.ge მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა დასახლებულ პუნქტს; მომხმარებელი თავად მართავს პორტალის ქცევას სურვილიდან გამომდინარე; მკაცრადაა დაცული პირადი ინფორმაციის გასაჯაროება; შრომის ბაზარზე არსებულ სუბიექტებს აერთიანებს ერთ სივრცეში; მომხმარებლებს შორის ურთიერთობა თავისუფალია მესამე პირის ჩარევისგან;

worknet-ზე შესაძლებელია კარიერის დაგეგმვაც, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის. მრავალი ადამიანის წინაშე დგას პრობლემა, რომელიც კარიერის დაგეგმვის თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება. ასეთ პრობლემას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ადამიანის პროფესიული ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. თუმცა, პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ რა არის კარიერის დაგეგმვა. ის  ეხმარება ადამიანებს  დაფიქრდნენ: საკუთარ მისწრაფებებზე;   ინტერესებზე; კომპეტენციებზე; პირად თვისებებზე; კვალიფიკაციასა და შესაძლებლობებზე და შეუთავსონ ისინი გადამზადების და დასაქმების არსებულ  შესაძლებლობებს.

კარიერის დაგეგმვაში დაგეხმარებათ კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს კლიენტის მუდმივ მხარდაჭერას დასაქმების ყველა ეტაპზე; ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში და ასევე, კარიერული გადაწყვეტილების მიღებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში აქამდე კარიერის დაგეგმვის სპეციალისტის პოზიცია არ არსებობდა, თუმცა ევროპაში მსგავსი ტიპის მომსახურება დიდი ხანია დანერგილია. კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს, ატარებენ კონსულტაციებს – კარიერული კონსულტაცია ინდივიდუალური პროცესია, რომელიც ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და სწორი კარიერული გადაწყვეტილების მიღებას. ისინი ადამიანებს ეხმარებიან  (განურჩევლად ასაკისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა), აწვდიან ინფორმაციას შრომის ბაზრის შესახებ და ვცდილობენ ასწავლონ, როგორ გააკეთოს ეს ყველაფერი დამოუკიდებლად.

სოციალური მომსახურების სააგენტი ასევე გთავაზობთ, პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა შრომის ბაზარზე: ა) პროფესიული მომზადება-გადამზადება (შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში); ბ) სტაჟირება რეალური ვაკანსიის პირობებში; ამ პროგრამის მიხედვით 2015 წელს, გამოვლინდა 24 მოთხოვნადი პროფესია; პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 25 პროფესიულმა სასწავლებელმა; პროგრამა განხორციელდა თბილისში და 12 მუნიციპალურ ერთეულში: ახალციხე, ბათუმი, გორი, გურჯაანი, ზუგდიდი, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, ფოთი, ქობულეთი, ქუთაისი, წალენჯიხა. დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის დასაქმების პროგრამების სამმართველოს წარმომადგენლის პაატა ჩივიაშვილის თქმით, სულ გაიცა 601 ვაუჩერი: თბილისი – 371, რეგიონები – 230; მათ შორის, გამოვლინდა მოსარგებლედ რეგისტრირებისას უპირატესობის უფლების მქონე პირები: შშმ პირი – 31, დევნილი – 52, პრობაციონერი – 37, ყოფილი პატიმარი – 16, სოციალურად დაუცველი პირი – 77. კურსი სრულად გაიარა და სერთიფიკატი გადაეცა 415 სამუშაოს მაძიებელს: თბილისი – 244, რეგიონები – 171. მისივე თქმით, ხელშეკრულება გაფორმდა შპს „თი-დი ჯგუფთან“, რის საფუძველზეც სტაჟირება გაიარა 2 შშმ პირმა, საიდანაც ერთს გაუფორმდა გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება. პროგრამაში 1945  სამუშაოს მაძიებელია დარეგისტრირებული,  მათ შორის თბილისში – 1086, ხოლო რეგიონებში 859.

პაატა ჩივიაშვილის განცხადებით, პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელს, რომელიც არის:  შრომითი ქმედუნარიანობის მქონე; 16 წლის; საქართველოს მოქალაქე; საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ბინადრობის უფლებით მოსარგებლე უცხო ქვეყნის მოქალაქე; და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა უნდა წარადგინონ  დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ); პროგრამით უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის შესაბამისი სამიზნე ჯგუფის მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცნობისთვით: დაინტერესებული სამუშაოს მაძიებელი თავისუფლდება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებისაგან იმ შემთხვევაში, თუ არის: შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი; პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირი და ჩართულია სსიპ – დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის  პროგრამაში; ქალი, რომელმაც ზოგადი  განათლების საბაზო საფეხურის დაძლევა ვერ შეძლო, ადრეული ქორწინების გამო.

რაც შეეხება სტაჟირებას, სტაჟირების მომსახურების მიღების უფლება აქვს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში http://www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელს; სტაჟირება შესაძლებელია დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ვაკანსიის პირობებში, სამუშაო ადგილზე კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების გონივრული კრიტერიუმების გათვალისწინებით. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება დამსაქმებელთან შეთანხმებით, მაგრამ არ აღემატება 4 კალენდარულ თვეს; სტაჟირების ფარგლებში, სამუშაოს მაძიებელი დაფინანსდება თვეში 150 ლარის ოდენობით; გაცემული ანაზღაურება (სტიპენდია) არ იბეგრება. პაატა ჩივიაშვილის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 20 სამუშაოს მაძიებელი (მათ შორის 11 შშმ პირი). ხელშეკრულება უკვე გაფორმდა 3 ორგანიზაციასთან (შპს თი-დი ჯგუფი (5 სტაჟიორი), შპს ,,ბრავა“(5 სტაჟიორი) და ა(ა)იპ სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (10 სტაჟიორი). პაატა ჩივიაშვილი ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სს ,,ენერგო პრო ჯორჯიასთან“, შპს ,,ნეოტექთან“ და შპს ,,ლეგენდა“-სთან.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s