RSS

წიგნის პრეზენტაცია კოტიასკლდის მღვიმეში

01 Oct

dvalaჭიათურის სოფელ სვირის მახლობლად, კოტიასკლდის მღვიმეში, გაიმართა წიგნის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეების,” პრეზენტაცია, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა.

კოტიასკლდის მღვიმე, იმითა საინტერესო, რომ მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას 2004 წელს აღმოაჩინეს პირველი ჩონჩხი, რომელიც განსაკუთრებულ დნმ-თან ერთად, მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ ინფორმაციასაც შეიცავს. “კოტე”, როგორც მას ექსპედიციის წევრებმა შეარქვეს, განსხვავებული წესითაა დაკრძალული.

წიგნის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეები“ პრეზენტაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

წიგნის ავტორების ზაზა ლეჟავას, კუკური წიქარიშვილის, გიორგი დვალაშვილისა და ნიკა თუშაბრამიშვილის განცხადებით, „ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეების, გამოცემის იდეა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამორჩეულობამ და აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მღვიმეების დიდი რაოდენობით არსებობამ გადააწყვეტინათ.წიგნში ათეული წლების განმავლობაში მოპოვებული მასალებია შესული.

„ჭიათურის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია იმით, რომ აქ არის 110 მღვიმეზე მეტი, რომელთა დათვალიერება პრობლემას არ წარმოადგენს. სავსებით შესაძლებელია ეს მღვიმეები ტურისტულ ობიექტებად იქცნენ. ამიტომ, გვინდოდა, რომ ის მასალა, რომელიც ექსპედიციების შედეგად დაგვიგროვდა, წიგნის სახით გამოცემულიყო,“ – განაცხადა გეოგრაფიის აკადემიურმა დოქტორმა, წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა გიორგი დვალაშვილმა.

„ჭიათურაში ყველაზე მეტი მღვიმეა წარმოადგენილი და ეს მღვიმეები ადამიანებისათვის ადვილად შესაღწევია. შესაძლოა მღვიმეები გამოყენებულ იყოს ჭიათურის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის დასაქმებისათვის. მღვიმეები საშუალებას მისცემს ჭიათურას განავითაროს ტურიზმი და მოსახლეობის დასაქმება მოახდინოს,“ – აცხადებს წიგნის ერთ-ერთი ავტორი, თსუ-ს გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ზაზა ლეჟავა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ცერცვაძის თქმით, მსგავსი ღონისძიებები მღვიმეების პოპულარიზაციისათვის აუცილებელია.

„მე მადლობა მინდა გადავუხადო წიგნის ავტორებს გაწეული სამუშაოსთვის. მადლობას ვუხდი ახალგაზრდებს. ახალგაზრდებმა უნდა მივხედოთ ჩვენს ქალაქს, მივხედოთ ასეთ ადგილებს და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა,“ – ამბობს გიორგი ცერცვაძე.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s