RSS

Monthly Archives: ივლისი 2015

სოფ. დიდ დმანისში ჰაერის ავტომატური სადგურის დამონტაჟების საკითხი განიხილეს

bolnisiგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს.  დმანისის შემდეგ მინისტრი ბოლნისის  მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, სადაც საყდრისის საბადოსა და კუდსაცავის მიმდებარე ტერიტორია  ადგილზე დაათავლიერა. გიგლა აგულაშვილი  ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.  შეხვედრას  RMG -ის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ. Read the rest of this entry »

 

შუახევის რაიონის სოფელ კლდისუბანში იმიტირებული სამაშველო ოპერაცია ჩატარდა

saagentoebsშუახევის რაიონის სოფელ კლდისუბანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარმა სამმართველომ იმიტირებული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა. ღონისძიება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან  „ოქსფამი“ პარტნიორობით განხორციელდა. Read the rest of this entry »

 

ლენტეხის რაიონის სოფელ ბენიერში 4 დაკარგული ტურისტი იპოვეს

IMG_1243შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული ღონისძიების შედეგად,  ქვემო სვანეთში, ლენტეხის რაიონის სოფელ ბენიერში  4  დაკარგული ტურისტი იპოვეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება, რომ  ჩეხეთის მოქალაქეები  გზას ვეღარ განაგრძობდნენ და ითხოვდნენ შველას. Read the rest of this entry »

 

დიდი დმანისის მოსახლეობა კომპანია RMG -ის მიერ გამოწვეული პრობლემების მოგვარებას ითხოვს

gigla dmanisiგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტ თეიმურაზ ნანეიშვილთან ერთად დიდი დმანისის (აბულბუქის ტერიტორია ) მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

Read the rest of this entry »

 

პრიორიტეტები უნდა დაიგეგმოს სწორედ, რომ დავიცვათ მოქალაქე და სახელმწიფომ, ხვალ, მილიონობით ზარალი არ ნახოს

tamaraa 001ოლიკო ცისკარიშვილი

13 ივნისის ტრაგედიიდან, თითქმის ერთი თვე გავიდა. სტიქიური მოვლენების გამო, დაიღუპნენ ადამიანები. ეს ტრაგედია უამრავ ადამიანს ფსიქოლოგიურ ტრავმის ფასად და სახელმწიფოს მილიონებით ლარის ზარალად დაუჯდა. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, სწორედ, ამგვარი სტიქიური მოვლენების პრევენციაზე გვესაუბრა. თამარ ბაგრატია, ტრაგედიამდე, სულ ორიოდე კვირით ადრე დაინიშნა, იმ უწყების ხელმძღვანელად, რომელიც 1844 წელს დაარსებული საქართველოს ეროვნული მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სამსახურის, შავი ზღვის ინსტიტუტისა და გეოლოგიური სამსახურის სამართალმემკვიდრეა.

თამარ ბაგრატია, აქტიურად იცავდა ქალთა უფლებებსაც და მისი მთავარი მესიჯი საზოგადოებისადმი იყო – მეტი ქალი პოლიტიკაში, თუმცა როცა თანამდებობა შესთავაზეს, დადებითი  გადაწყვეტილები მიღებამდე, დიდ ხანს ფიქრობდა, რადგან  ეს თანამდებობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მოითხოვს. პროფესიით გეოგრაფი თვლის, რომ სისტემის ფუნქციონირების შინაარსობრივ გამართვაში  პროფესია დიდ პრივილეგიას ანიჭებს “პროფესიულად შემიძლია განვსაზღვრო სააგენტოს პოლიტიკა,  პრობლემები და შესაბამისად, შევეცდები მოვაგვარო,” – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

Read the rest of this entry »

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ჩეხ გეოლოგებსა და გეოლოგიური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

tamara Cexebiგარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ჩეხ გეოლოგებსა და გეოლოგიური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. სააგენტოს ჩეხეთის მთავრობასა და ექსპერტებთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს, რაც მათ მიერ საქართველოში განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებზეც აისახება.

Read the rest of this entry »

 

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი

nagavsayreli 007სასტუმროში „holiday Inn“ ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტზე იმსჯელეს. პროექტი ქუთაისში ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას, ნარჩენების გადაზიდვის სიტემის მოწყობასა და გადამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენებისთვის სორტირების საწარმოს მოწყობას ითვალსიწნებს.

Read the rest of this entry »

 

შენი აზრი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით

climatis cvlilebaგადაიღე ვიდეო შენი საყვარელი ადგილიდან და გაგვიზიარე შენი აზრი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ✓გააგონე შენი გზავნილი მსოფლიოს, პარიზის კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კონფერენციაზე. ☛ Read the rest of this entry »

 

გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა აშენდეს

IMG_2460ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა ავაშენოთ, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი აცხადებს.
აგულაშვილი თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ არ შეიძლება ხეობაში არათუ ახალი სახლების აშენება, არამედ იმათი აღდგენაც კი, რომლებიც იქ იყო.

Read the rest of this entry »

 

ხვალ, ორთაჭალჰესის საგუბარის დაცლა დაიწყება

zamTris mze5 ივლისს, გამთენიისას, 05:00 საათზე, მდინარე მტკვრის დონის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ორთაჭალჰესის საგუბარის დაცლა დაიწყება. პარალელურად მოხდება ზედაპირული დაკვირვება მდინარის ხელოვნურ და ბუნებრივ კალაპოტებში (ქვემო ფონიჭალის რკინიგზის ხიდიდან, გულუას ხიდიდან, ლოჭინის ხევში ჩანჩქერთან, გაჩიანის ხიდიდან). ბუნებრივ კალაპოტში, ქვემო ფონიჭალის მიმართულებით, ზედაპირული დათვალიერების (მორევები, კუნძულები, მდინარის გასაყრები) მიზნით, სამსაათიანი შუალედით მოხდება ქვეითი ჯგუფებისა და ნიჩბიანი ნავების დაშვება.

Read the rest of this entry »