RSS

Daily Archives: 12/07/2015

პრიორიტეტები უნდა დაიგეგმოს სწორედ, რომ დავიცვათ მოქალაქე და სახელმწიფომ, ხვალ, მილიონობით ზარალი არ ნახოს

tamaraa 001ოლიკო ცისკარიშვილი

13 ივნისის ტრაგედიიდან, თითქმის ერთი თვე გავიდა. სტიქიური მოვლენების გამო, დაიღუპნენ ადამიანები. ეს ტრაგედია უამრავ ადამიანს ფსიქოლოგიურ ტრავმის ფასად და სახელმწიფოს მილიონებით ლარის ზარალად დაუჯდა. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, სწორედ, ამგვარი სტიქიური მოვლენების პრევენციაზე გვესაუბრა. თამარ ბაგრატია, ტრაგედიამდე, სულ ორიოდე კვირით ადრე დაინიშნა, იმ უწყების ხელმძღვანელად, რომელიც 1844 წელს დაარსებული საქართველოს ეროვნული მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სამსახურის, შავი ზღვის ინსტიტუტისა და გეოლოგიური სამსახურის სამართალმემკვიდრეა.

თამარ ბაგრატია, აქტიურად იცავდა ქალთა უფლებებსაც და მისი მთავარი მესიჯი საზოგადოებისადმი იყო – მეტი ქალი პოლიტიკაში, თუმცა როცა თანამდებობა შესთავაზეს, დადებითი  გადაწყვეტილები მიღებამდე, დიდ ხანს ფიქრობდა, რადგან  ეს თანამდებობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მოითხოვს. პროფესიით გეოგრაფი თვლის, რომ სისტემის ფუნქციონირების შინაარსობრივ გამართვაში  პროფესია დიდ პრივილეგიას ანიჭებს “პროფესიულად შემიძლია განვსაზღვრო სააგენტოს პოლიტიკა,  პრობლემები და შესაბამისად, შევეცდები მოვაგვარო,” – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

Read the rest of this entry »