RSS

Daily Archives: 01/07/2015

თბილისის ზოოპარკში კეთილშობილი ირემი დაიბადა

iremi 2“სტიქიის, თავს დამტყდარი უბედურებისა და ნგრევის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველი კარგი ამბავი მოხდა. გუშინ, 30 ივნისს ჩვენთან მდედრი კეთილშობილი ირემი დაიბადა.” – იტყობინება თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია. – “მისი დედა, ჩვენი კეთილშობილი ირმის, ყვიყვის “მეუღლე”, აზერბაიჯანელი რძალია, რომელიც შარშან მივიღეთ საჩუქრად ბაქოს ზოოპარკისგან. პატარას პირრა დავარქვით. ეს სახელი მითოლოგიურია და ჩვენთვის გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის მიერ მოვლენილი წარღვნის შემდეგ, გადარჩნენ მხოლოდ მამრი – დევკალიონი და მდედრი – პირრა. სწორედ მათ დაუდეს სათავე ადამიანების ახალ რასას და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენი პირრაც ახალი ზოოპარკის შექმნის საწყისი ნიშანი იქნება…

Read the rest of this entry »

 

დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდა

gamarjvebuliგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაბა სტეფანწმინდას სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი – სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის  გაიმართა.

Read the rest of this entry »