RSS

Daily Archives: 16/07/2015

გარემოს დაბინძურება და ქალთა ჯანმრთელობა

tamara qalebiგარემოს ეროვნულ სააგენტოში თემაზე – “გარემოს დაბინძურება და ქალთა ჯანმრთელობა” სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები და ქ. თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა გარემოს დაბინძურებით გამოწვეული პრობლემის აქტუალობა განიხილეს და მომავალში განსახორციელებელ შესაძლო პროექტებზე იმსჯელეს.

 

სოფ. დიდ დმანისში ჰაერის ავტომატური სადგურის დამონტაჟების საკითხი განიხილეს

bolnisiგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს.  დმანისის შემდეგ მინისტრი ბოლნისის  მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, სადაც საყდრისის საბადოსა და კუდსაცავის მიმდებარე ტერიტორია  ადგილზე დაათავლიერა. გიგლა აგულაშვილი  ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.  შეხვედრას  RMG -ის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ. Read the rest of this entry »

 

შუახევის რაიონის სოფელ კლდისუბანში იმიტირებული სამაშველო ოპერაცია ჩატარდა

saagentoebsშუახევის რაიონის სოფელ კლდისუბანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარმა სამმართველომ იმიტირებული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა. ღონისძიება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან  „ოქსფამი“ პარტნიორობით განხორციელდა. Read the rest of this entry »

 

ლენტეხის რაიონის სოფელ ბენიერში 4 დაკარგული ტურისტი იპოვეს

IMG_1243შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული ღონისძიების შედეგად,  ქვემო სვანეთში, ლენტეხის რაიონის სოფელ ბენიერში  4  დაკარგული ტურისტი იპოვეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება, რომ  ჩეხეთის მოქალაქეები  გზას ვეღარ განაგრძობდნენ და ითხოვდნენ შველას. Read the rest of this entry »