RSS

სოფ. დიდ დმანისში ჰაერის ავტომატური სადგურის დამონტაჟების საკითხი განიხილეს

16 Jul

bolnisiგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს.  დმანისის შემდეგ მინისტრი ბოლნისის  მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, სადაც საყდრისის საბადოსა და კუდსაცავის მიმდებარე ტერიტორია  ადგილზე დაათავლიერა. გიგლა აგულაშვილი  ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.  შეხვედრას  RMG -ის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს RMG- ს სამოქმედო გეგმა გააცნო და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ყოველთვიურად ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის  დაბინძურების  მონიტორინგს განახორციელებენ. ასევე, მოხდება  ხმაურის დონის გაზომვა.

შეხვედრაზე უახლოეს მომავალში კომპანია RMG-ის მიერ, სოფ. დიდ დმანისში ჰაერის ავტომატური სადგურის დამონტაჟების საკითხი განიხილეს, რომელიც ჰაერის ხარისხის  კონტროლს განსაზღვრავს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s