RSS

ხვალ, ორთაჭალჰესის საგუბარის დაცლა დაიწყება

04 Jul

zamTris mze5 ივლისს, გამთენიისას, 05:00 საათზე, მდინარე მტკვრის დონის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ორთაჭალჰესის საგუბარის დაცლა დაიწყება. პარალელურად მოხდება ზედაპირული დაკვირვება მდინარის ხელოვნურ და ბუნებრივ კალაპოტებში (ქვემო ფონიჭალის რკინიგზის ხიდიდან, გულუას ხიდიდან, ლოჭინის ხევში ჩანჩქერთან, გაჩიანის ხიდიდან). ბუნებრივ კალაპოტში, ქვემო ფონიჭალის მიმართულებით, ზედაპირული დათვალიერების (მორევები, კუნძულები, მდინარის გასაყრები) მიზნით, სამსაათიანი შუალედით მოხდება ქვეითი ჯგუფებისა და ნიჩბიანი ნავების დაშვება.

წყლის დონის დაწევა შესაძლებელს გახდის მდინარე მტკვარში წყალდიდობის დროს ჩახერგილი და ჩაჭედილი, მოტივტივე და არამოტივტივე საგნების გამოჩენას, ასევე ლამისა და ქვიშა-ღორღის ჩამორეცხვას სანაპირო ზოლიდან. პარალელურ რეჟიმში ჩატარდება საძიებო-გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი ტექნიკა-აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის დახმარებით. ორთაჭალიდან წითელი ხიდის მიმართულებით მდინარე მტკვრის დონე მოიმატებს, რაც ხელს შეუწყობს ზედაპირული საძიებო სამუშაოების ეფექტურად ჩატარებას. საძიებო-გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს 700-მდე მეხანძრე-მაშველი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზჭერით არიან დაკავებულნი, დროის ზემოაღნიშნულ მონაკვეთში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თევზაობისგან და მდინარეში შესვლისგან თავი შეიკავონ. სამინისტრო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ „112“-ს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s