RSS

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი

07 Jul

nagavsayreli 007სასტუმროში „holiday Inn“ ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტზე იმსჯელეს. პროექტი ქუთაისში ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას, ნარჩენების გადაზიდვის სიტემის მოწყობასა და გადამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენებისთვის სორტირების საწარმოს მოწყობას ითვალსიწნებს.

დაინტერესებულ მხარეთა საინიციატივო შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი  გიგლა აგულაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუექტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა სამინისტროს, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW), ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების  მართვის კომპანიის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო აქტივობები განიხილეს.

პროექტის საერთო  ბიუჯეტი 26 მილიონ ევროს შეადგენს. მათ შორის 20 მილიონი ევრო – სესხი  გერმანიის განვითარების ბანკისგან (KFW), სამეზობლო სინვესტიციო ფონდმა გრანტის სახით 2 მილიონი ევრო გამოყო, ხოლო ადგილობრივი კონტრიბუცია  4 მილიონ ევროს შეადგენს.

პროექტის განხორციელების სრული პერიოდი 4 წლით განისაზღვრება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s