RSS

ღვინის ფესტივალი 2015

18 Mar

plakati16_12015 წელს საქართველოს ღვინის კლუბი უკვე მეექვსედ გაუძღვება ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას. ახალი ღვინის ფესტივალის ტრადიციული, საჯარო ნაწილი წელს 9 მაისს, დედაენის ბაღში ჩატარდება და მასში წარმოდგენილი იქნება 2014 წლის მოსავლის ახალი ღვინოები.

ახალი ღვინის ფესტივალი ერთადერთი ღონისძიებაა, რომელშიც ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიებიდან – საოჯახო მარნებამდე – ყველას, მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა. ფესტივალის მონაწილეების პოპულარიზაციას ითვალისწინებს ორენოვანი კატალოგი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილე ღვინის მწარმოებლების შესახებ. მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები „საქართველოს ღვინის კლუბისგან“.

2014 წელს ახალი ღვინის ფესტივალმა უმასპინძლა 20 000-ზე მეტ სტუმარს, რომელთა შორის მრავლად იყვნენ უცხოელი ტურისტები. ვიზიტორებს შორის შეინიშნებოდა ახალგაზრდების სიმრავლე. გასულ წელს ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, თითქმის, ყველა დიდი მწარმოებელი კომპანია, ასევე, მცირე მარნები და მევენახე გლეხები, რომელთა ღვინოები „საქართველოს ღვინის კლუბმა“ საგანგებო შერჩევის შედეგად რეგიონებში გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, მათმა დიდმა ნაწილმა, ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ საკუთარი წარმოება განავითარა და თანდათან მკვიდრდება ქართულ ბაზარზე.

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობა, გარდა, დიდი კომპანიებისა, შეუძლია ოჯახური ღვინის ყველა მწარმოებელს.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები:

  • ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.
  • ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს19 აპრილისა.
  • მონაწილე  გაივლის შესარჩევ ტურს, “ღვინის კლუბის” სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც დაიშვება ფესტივალზე.
  • შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2014წლის მოსავლის ახალი ღვინო.
  • ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის უფასოა.
  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინისბოთლის ოდენობით) და შევსებული ანკეტა.
  • მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 2 კვირით ადრე.
  • ფესტივალზე წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 20 ლიტრს.

სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი. ტელ: 2180171 მობ:  995 577 413010

ნიმუშები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, 10:30–დან 18:00 სთ-მდე

E-mail: info@wineclub.ge

http://vinoge.com/patara-WiqebiT/axali-Rvinis-festivalSi-monawileobis-pirobebi-saojaxo-marnebisTvis

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s