RSS

კონკურსის „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეების“ ფინალი

22 Mar

gamofenaმოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეები“ . 21 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეების“ ფინალი, გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსის ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა:

პირველი ადგილის მფლობელი აბაშის რაიონის, სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლე ლილუ ხიზანიშვილი გახდა, მოერე ადგილი ბათუმის გიმნაზიის მოსწავლემ დავით ჯინჭარაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი მესტიის, სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეს მარი გოშთელიანს ერგო. კონკურსის ფინალისტებს სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ. ორგანიზატორებმა სპეციალური დიპლომები კონკურსში მონაწილე მოსწავლეების მასწავლებლებისათვის და სკოლებისთვისაც დააწესეს. კონკურსი „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეები“ ტყის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც 21 მარტს აღინიშნება. კონკურსი 9 თებერვალს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეეძლოთ. ტყის პრობლემებსა და მათი გამოსწორების პერსპექტივებზე მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები შექმნეს. კონკურსში 96 წკოლა მონაწილეობდა. მომზადდა 205 ნაშრომი, საიდანაც ფინალში 48 საუკეთესო ნამუშევარი გადავიდა

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s