RSS

Daily Archives: 18/03/2015

ღვინის ფესტივალი 2015

plakati16_12015 წელს საქართველოს ღვინის კლუბი უკვე მეექვსედ გაუძღვება ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას. ახალი ღვინის ფესტივალის ტრადიციული, საჯარო ნაწილი წელს 9 მაისს, დედაენის ბაღში ჩატარდება და მასში წარმოდგენილი იქნება 2014 წლის მოსავლის ახალი ღვინოები.

Read the rest of this entry »

 

მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეები

ტყეეებიგამოვლინდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი და სტუდენტური თსუ-ეკო კლუბის მიერ ორგანიზებული კონკურსის „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეების’’ ფინალისტები.
კონკურსი ეძღვნება ტყის საერთაშორისო დღეს, რომელიც 21 მარტს აღინიშნება. კონკურსში მონაწილეობდა საქართველოს სკოლების მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელი პედაგოგები. კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყო 9 თებერვალს და დასრულდა 16 მარტს. ტყის პრობლემები და მათი გამოსწორების პერსპექტივები მოსწავლეებმა ვიზუალურად გამოხატეს ნახატის სახით. ნამუშევარი შესრულებული იქნა A2 ზომის ფორმატზე. კონკურსში წარმოდგენილი იქნა 96 სკოლის 205 ნაშრომი, საიდანაც ფინალში გადავიდა 49 საუკეთესო ნამუშევარი. ზოგიერთმა სკოლამ წარმოადგინა სხვადასხვა ნახატის ფოტოსურათები, საკონკურსო წესის თანახმად ერთი სკოლიდან ფინალში გადავიდა 1 საუკუთესო ნაშრომი.

Read the rest of this entry »