დღეს, ბრიფინგის ფარგლებში, მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა ტყის საერთაშორისო დღისა და ამ გარემოსდაცვითი თარიღის მნიშვნელობის შესახებ, მოკლედ გააცნო ტყის მართვის სფეროში დაგეგმილი ცვლილებები და სამინისტროს ღონისძიებები ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. Read the rest of this entry »
Monthly Archives: მარტი 2013
დარგე შენი მომავალი
კოკოტაურის მინერალური წყალთან ერთად, წყაროს წყლის რეალიზაციაც დაიწყება
აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე მინერალური წყლის “კოკოტაურის” ჩამოსასხმელი საამქრო მინერალურის გარდა, წყაროს წყლის რეალიზაციასაც დაიწყებს. ქარხანაში ახალი დანადგარები დაიდგა, რომელიც ბელორუსიიდან ჩამოიტანეს, რადგან ძველი დანადგარები არ შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტებს. “კოკოტაური” ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ კოკოტაურში, მთის ფერდობზე მოედინება. იგი სულფატურ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი, მაგნიუმიანი და კალციუმიანი სამკურნალო წყალია. Read the rest of this entry »
“ყაზბეგი ჰესთან” დაკავშირებით უარყოფითი დასკვნა გაიცა
“ყაზბეგი ჰესთან” დაკავშირებით, ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა გაიცა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ შარაშიძემ განუცხადა. Read the rest of this entry »
2013 წლისთვის, მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქი ტოკიოა, ხოლო იაფი – ყარაჩი
2013 წლისთვის, მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქად ტოკიო დასახელდა. იაპონიის დედაქალაქი უკვე 20 წელია ამ რეიტინგის ლიდერია. ამ დროისათვის, ტოკიოს კონკურენციას ციურიხი, პარიზი და ოსლო უწევენ. Read the rest of this entry »
საერთაშორისო დღე ხორცის გარეშე
დღეს, მიზანშეწონილია, ხორცი ჩვენი რაციონიდან ამოვიღოთ. საერთაშორისო დღე ხორცის გარეშე, ბევრ ქვეყანაში 1985 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს, მაღაზიები და რესტორნები ხორცის გაყიდვაზე უარს აცხადებენ. ბევრ ქვეყანაში, აქტივისტები კი ვეგეტარიანელობას პროპაგანდას უწევენ. Read the rest of this entry »
დღეს ასტროლოგიის საერთაშორისო დღეა
ასტროლოგია – ვარსკვლავების დედამიწაზე და ადამიანებზე ზემოქმედებას შეისწავლის.
ასტროლოგიის საერთაშორისო დღეს, ყოველწლიურად 20-21 მარტს აღნიშნავენ მეცნიერები და ენთუზიასტები. აღსანიშნავია, რომ ეს დღე გაზაფხულის ბუნიობას ემთხვევა. Read the rest of this entry »
ქაღალდის ავანგარდული შოუ
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ” ცენტრის სამხატვრო ჯგუფის (მასწავლებელი თამარ სულხანიშვილი) ინიციატივითა და „ჰაიარტუნ” ცენტრის მხარდაჭერით, 16 მარტს, გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა შოუ „TAMAR and KIDS PAPER FASHION SHOW”. Read the rest of this entry »
“საქართველოს ეროვნული პარკები” საერთაშორისო გამოფენაზე “ITB BERLIN 2013″(Messe Berlin) წარსდგა
გამოფენაზე ეროვნული პარკები და მღვიმეები იქნა წარადგენილი
2013 წლის 6-10 მარტს გერმანიში, ქ. ბერლინში გამართულ ტურისტულ გამოფენაში “ITB BERLIN 2013” (Messe Berlin) დაცული ტერიტორიების სააგენტომ მონაწილეობა მიიღო.
სააგენტოს საგამოფენო სტენდზე წარდგენილი ჰქონდა საქართველოს ეროვნული პარკების და მღვიმეების შესახებ ინფორმაცია. Read the rest of this entry »
ჩეხეთში საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს მღვიმეები წარადგინეს
2013 წლის 17- 20 იანვარს ჩეხეთში ქ. ბრნოში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “International Travel Trade Fair 2013” და 7-10 თებერვალს ჩეხეთში ქ. პრაღაში გამართულ გამოფენზე “Holiday World – 2013” ჩეხეთის რესპუბლიკამ, საქართველოს იმერეთის მღვიმეები წარადგინა. Read the rest of this entry »
აჭარის სანაპიროებს 4 ბალიანი შტორმი უტევს
შავ ზღვაში შტორმებისა და ქარბორბალების საფრთხის გამო, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული.
“სააგენტოში შემოსული ამინდის პროგნოზის მიხედვით, დღეიდან გაუარესდება ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით – აჭარაში. მოსალოდნელია ზღვაში შტორმები, შეიძლება – ქარბორბალებიც. ასევე, თოვლი, ქარი და წვიმები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი სააგენტო გადასულია მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზე. მუშაობის საგანგებო რეჟიმი ალბთ სამ დღეს გაგრძელდება”, – აღნიშნა აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფრომა მამუკა თურმანიძემ.
ამასთან, ამინდის ცვლილების გამო, ბათუმის იახტკლუბიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. Read the rest of this entry »



