RSS

ავსტრიაში, დიდთოვლობის გამო, 100-მდე ავტომანქანა ავარიაში მოყვა, არის მსხვერპლი

27 მარ

zamt8ავსტრიაში დიდთოვლობის გამო ავტომაგისტრალზე 100-მდე ავტომანქანა დაეჯახა ერთმანეთს. დაღუპულია ერთი ადამიანი.

ავარია ვენის დასავლეთით, A1 მაგისტრალზე მოხდა. ავარიის გამო 2 კილომეტრიანი საცობი წარმოიშვა.

ავსტრიის პოლიცის ინფორმაციით, ასამდე ავტომანქანიდან 40 სატვირთოა, ხოლო დანარჩენი მსუბუქი ავტომანქანა.
ავარიის მიზეზად თოვლი და გზის მოყინვა სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში უამინდობაა. ამ დროისთვის უჩვეულო ამინდები – ყინვა და დითოვლობა სინოპტიკოსების ინფორმაციით კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

 

დატოვე კომენტარი