RSS

ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „საბას“ 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართზე გავრცელდა

27 თებ

sabaცეცხლი სავაჭრო ცენტრ “საბას” 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართზეა გავრცელებული.

ამის შესახებ  სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა დირექტორმა ნიკოლოზ ბაკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბაკაშვილის თქმით, გამორიცხულია, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა ან ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა იყოს, რადგან დაცვის სამსახური სავაჭრო ცენტრში ელექტროენერგიას ზუსტად 19.00 საათზე თიშავს.“დაცვის სამსახური ყოველდღე ელექტროენერგიას სავაჭრო ცენტრში ზუსტად 19.00 საათზე თიშავს მას შემდეგ, რაც იხურება მაღაზიები. ეს ხდება 18.30 საათზე და ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობს შემოწმება, რის შემდეგაც ითიშება ელექტროენერგია. აქედან გამომდინარე, გამოვრიცხავ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი იყოს ელექტროგაყვანილობის დაზიანება ან რაიმე სახის პრობლემა, თუმცა, ვერ ვიტყვი, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ცეცხლის გაჩენის მიზეზი”, – განაცხადა ნიკოლოზ ბაკაშვილმა.
ბაკაშვილის თქმით, ფართში, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, 50-მდე გაქირავებული მაღაზიაა და, შესაბამისად, ზარალიც ძალიან დიდია,  რადგან გაქირავებულ ფართებში მოვაჭრეებს ძვირადღირებული ავეჯი აქვთ განთავსებული.

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s