This slideshow requires JavaScript.
საქართველოს დაცული ტერიტორიები
ვეძათხეველების ტრაგედია – სტიქიამ კიდევ ერთი ახალგაზრდა იმსხვერპლა
This slideshow requires JavaScript.
http://www.icmm.ge/ka/site/news/1605/%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98—%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%98.htm?fb_comment_id=fbc_10150922906334643_22567218_10150923492299643ოლიკო ცისკარიშვილი
ვეძათხევამდე ფეხით ძლივს ავედით, ის მდინარე, რომელიც რამდენიემე დღის წინ გადაუღებელი წვიმების შედეგად, უეცრად ადიდდა და 24 წლის გარსევან გოგოჭურის სიცოცხლე იმსხვერპლა, ფეხით გამოვიარეთ. გზადაგზა, სოფლის მაცხოვრებლები გვხვდებიან დაგვიყვებიან როგორ წაიღო უცბად მოვარდნილმა მდინარემ ახალგაზრდა გარსევანის სიცოცხლე. დარდობენ სტიქიის მსხვერპლს და ჩივიან, რომ მდინარე არყალაზე ხიდიც კი არაა, რომ უცბად მოვარდნილი მდინარისგან ადგილობრივები დაზღვეულნი იყვნენ. რადგან სოფელში სკოლაც არა, პატარებს ამ მდინარის გადავლა უწევთ, ათკომლიანი სოფლის შიში საფუძველს მოკლებული არაა.
გარსევანი თბილისის პროზექტურიდან უკვე გადმოსვენებული დაგვხვდა, მასთან ბებია იჯდა და ხმამაღლა მოსთქვამდა. ეზოში მდუმარე ვეძათხეველები იდგნენ. 48 წლის გარსევანის დედა, რომელიც უკვე მეოთხე შვილის სიკვდილს გლოვობს, მოგვიანებით შემოვიდა. გარსევანი, მამაპაპისეულ სახლშიც კი ვერ დაასვენეს, რადგან იქ შეუძლებელი იყო მიცვალებულის პატრონობა, იმდენად შელახულია სახლი, კელდებიდან და სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჟონავს. სტიქიისგან დასახიჩრებული ახოვანი ვაჟკაცი, გარდაცვლილი ბიძის სახლში ასვენია.
კახეთი დაისეტყვა
“ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” ხელისუფლებას ბუნებრივი რესურსებისადმი მტაცებლურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს
არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” საქართველოს ხელისუფლებას ბუნებრივი რესურსებისადმი მტაცებლურ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა.
დაცული ტერიტორიები
დაცული ტერიტორია ხმელეთის ან ზღვის ნაწილია, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. ნაკრძალი ტერიტორიის ის ნაწილია, სადაც დაცულია მთლიანი ბუნებრივის კომპლექსი. ნაკრძალი შეიძლება იყოს, სამეცნიერო თვალსაზრისით ძვირფასი ბუნებრივი ობიექტი რომელიც შეიცავს: მცენარეებისა და ცხოველების სახეობებს, ლანდშაფტების ტიპებს, მინერალებს და სხვა.
მაკულიტერატურა – თბილისის წიგნის ფესტივალის მთავარი მოვლენა!
გრემი
This slideshow requires JavaScript.
2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად გამოცხადაა. რეგიონის ტურისტული განვითარებისთვის 2012 წელს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. თელავის, ყვარლის და დართლოს რეაბილიტაციას კი მსოფლიო ბანკი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს. კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კულტურული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის განვითარება.იაპონიაში 6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი მნახველს ელის
ყვარელში, ილიას სახელობის მოედანზე, სულ რაღაც 2500 კვ. მეტრზე მდებარეობს ცნობილი ქართველი მსახიობისა და რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი. სახლი, სადაც კოტე მარჯანიშვილმა 21 წელი გაატარა. მუზეუმმა თავის არსებობა 1959 წელს დაიწყო. კოტე მარჯანიშვილმა, სახლის პირველი სართული მარანს დაუთმო, სადაც 51 ქვევრია განთავსებული. საწნახელში 60 ტონა ღვინო ჩადის.




