RSS

Daily Archives: 26/12/2015

ერთად ვაკეთოთ სიკეთე – „მუყაოს ოცნების ქალაქში“ სტუდენტებმა საჩუქრები ჩაიტანეს

aqcia 024გუშინ, 25 დეკემბერს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ხელვაჩაურში მდებარე „მუყაოს ოცნების ქალაქის“ პატარებს საჩუქრები ჩაუტანეს – თბილი ტანსაცმელი, ტკბილეული, სათამაშოები და ა.შ. სამწუხაროდ, საჩუქრები ყველას ვერ გაწვდა… ვერც თბილი ტანსაცმელი, რამაც აგრესიაც კი გამოიწვია… ბევრმა პატარამ იტირა კიდეც… აი, დეას, რომელიც სულ სამი წლისაა, ცრემლიც კი არ წამოსვლია… ისე უხაროდა, ჩვენთან საუბარი და თამაში.დეა, დედასთან და თავისზე უფროს დასთან ერთად ცხოვრობს პატარა მუყაოსგან შეკოწიწებულ ქოხში. მისი დაც უსაჩუქროდ დარჩა და დედაც… Read the rest of this entry »

 

„ნარჩენებისგან შექმნილი ნაძვის ხეების“ ფინალური ეტაპი

12421670_10153845939109310_966725116_n25 დეკემბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით გამოცხადებული და თსუ-ეკო კლუბის მიერ ორგანიზებული სკოლის მოსწავლეების კონკურსის- „ნარჩენებისგან შექმნილი ნაძვის ხეების“ ფინალური ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერებასა და მეორადი გამოყენების ნივთების პოპულარიზაციას საზოგადოებაში. კონკურსში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 131 სკოლამ  მიიღო და ფინალური ეტაპისთვის 35 ნამუშევარი შეირჩა. Read the rest of this entry »