სოფელ ერგნეთიდან, ცხინვალამდე ერთი კილომეტრი თუ იქნება. ერგნეთის იქით, იქაურებს აღარ შეუძლიათ გადასვლა, მათსა და ცხინვალს შორის, საოკუპაციო ხაზია.
Read the rest of this entry »
Monthly Archives: ნოემბერი 2015
შიშშეჩვეულები საზღვრისპირა სოფლებიდან
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა უფლებები და პრობლემები
„ჩვენ ვცხოვრობთ ფანტაზიებში,“ – მითხრა ათი წლის წინ რეზომ, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს და თითქმის არანაირი შანსი არ ქონდა საზოგადოებაში ადაპტირების. ამას წინათ გავიგე, რომ რეზოს ოჯახი შეუქმნია. ეხლაც, როგორც ადრე, იგრძნობს თუ არა, რომ ექიმების დახმარება სჭირდება, მაშინვე სტაციონარს მიმართავს.
ადრე, წლების წინ, არსებობდა ფსიქიატრიული საავადმყოფოები, სადაც უბრალოდ, ცხოვრობდნენ ადამიანები და სტიგმაც დაუძლეველი ჩანდა. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები სტიგმას იქ აფარებდნენ თავს… Read the rest of this entry »
ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა
ტრაგედია საფრანგეთში
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფრანსუა ოლანდს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს
“თქვენო აღმატებულებავ,
მთელი საქართველო შესძრა საფრანგეთში მომხდარმა საზარელმა ტერორისტულმა აქტებმა, რომლებსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთან ბრძოლაშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ.
ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხი და მე ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ამ უდიდეს ტკივილს. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში.
გთხოვთ ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში. Read the rest of this entry »
ხულოში ტყის მასივი დაიძრა და მეწყერი ჩამოწვა
გუშინ, 12 ნოემბერს, ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში, 5 ოჯახის საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიასთან ტყის მასივი დაიძრა და მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საცხოვრებელი სახლებიდან 16 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის, 3 მცირეწლოვანია. ამ დროისთვის ყველა მათგანი ამავე სოფლის ტერიტორიაზე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. Read the rest of this entry »
“თუ დაავადებული ხეები დროზე არ მოიჭრა, მალე ხეების გარეშე დავრჩებით”
შავი ზღვა კატასტროფის პირას!!!!
ცოტა ხნის წინ, გარემოსდაცვითი ზედმხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
პანამის დროშით მცურავმა გემმა, ბათუმის ნავსადგურში, ფეკალური წყლები ჩაღვარა. სამართალდამღვევს დაეკისრა 65 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა. დაანგარიშებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც, რომელიც 8 000 ლარს აღწევს. Read the rest of this entry »
მდგრადი განვითარება – ქვეყნის თუ კომპანიების ინტერესი…
ანუ სოფელ ჩანჩხალოს პრობლემები….
ოლიკო ცისკარიშვილი
აჭარის მაღალმთიანეთში მგზავრობისას, გზად, პირდაღებული გვირაბიდან უშველებელ სატვირთო მანქანებს მიწის ნაშალი გამოჰქონდა და გაურკვეველი მიმართულებით მიჰქონდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ამ გვირაბის თავზე სოფელი ჩანჩხალო მდებარეობს, სადაც 170 კომლი ცხოვრობს.
ეკოფაქტი, რუსთავი 2-ს სოლიდარობას უცხადებს!!!
პირადი მოხმარებისთვის მოჭრილი ხე–ტყის გასხვისება 500 ლარით დაისჯება
2015 წლის 1–ლი ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც ცვლილებები იქნა შეტანილი „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში.