RSS

ტრაგედია საფრანგეთში

14 Nov

pariziსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფრანსუა ოლანდს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს

“თქვენო აღმატებულებავ,
მთელი საქართველო შესძრა საფრანგეთში მომხდარმა საზარელმა ტერორისტულმა აქტებმა, რომლებსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთან ბრძოლაშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ.
ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხი და მე ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ამ უდიდეს ტკივილს. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში.


გთხოვთ ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 ნოემბერს, საშინელი ტრაგედია დატრიალდა საფრანგეთში. ტერორისტული აქტების შედეგად გარდაცვლილია 150-ზე მეტი ადამიანი და ასობით დაშავებული.

ფრანგული გამოცემა France 24 პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ბატაკლანის თეატრში დაღუპულთა რიცხვი 100-ის ფარგლებშია.მათ შორის ოთხი ტერორისტია.
პარიზში ტერორისტული აქტები, იმ დროს განხორციელდა, როდესაც საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა. ერთ-ერთი აფეთქება, სწორედ სტადიონის მახლობლად მოხდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოლანდმა ფრანგ ხალხს სოლიდარობისა და სამძიმრის სიტყვებით მიმართა და აღნიშნა, მომხდარი ტერაქტების გამო, ქვეყნის საზღვრები უკვე ჩაიკეტა. პარიზში სასწავლო დაწესებულებები – უნივერსიტეტები, სკოლები და საბავშვო ბაღები დაკეტილი იქნება.

ეკოფაქტი სამძიმარს უცხადებს ყველა დაღუპულის ოჯახს და გმობს ძალადობას…

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s