BBC-ის ცნობით, ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნობოდა პაკისტანსა და ჩრდილოეთ ინდოეთში. Read the rest of this entry »
Monthly Archives: ოქტომბერი 2015
ავღანეთსა და პაკისტანში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
ვაზიანის მოსახლეობა შველას ითხოვს
ვაზიანის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ტერიტორიაზე არსებულ 56 კორპუსში, რომელთა მდგომარეობაც სავალალოა, 5 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მათი საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისად მძიმეა, კორპუსებში არ არის გამართული საკანალიზაციო და წყლის მილები, ფეკალიები კი პირდაპირ სარდაფში ჩაედინება.
ტერიტორიაზე რამდენიმე ნაგავსაყრელია. მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგვის გროვები საკუთარი სახსრებით გააქვთ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ძირითადად აფხაზეთიდან დევნილები, უსახლკაროები და სოციალურად დაუცველი პირები არიან, რომლებიც რამდენიმე წელია აღნიშნულ კორპუსებში თვითნებურად შესახლდნენ.
“დაახლოებით 28 წელია აქ ვცხოვრობ. რუსეთის სამხედრო ბაზა რომ გავიდა ვაზიანიდან ესკორპუსები ცარიელი დარჩა. გვითხრეს, ვისაც სახლ-კარი არა გაქვთ, შეგიძლიათ აქ იცხოვროთო. უკვე გაძარცვულ კორპუსებში შემოვედით, თუმცა, პირობები დღითიდღე უარესდებოდა. მას შემდეგ ეს შენობები არავის გაურემონტებია, არც სახურავი აქვს, არც რაიმე ინფრასტრუქტურააგამართული. მას შემდეგ ორი თაობა გავზარდეთ და ისევ ამ სიბინძურეში და გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. კორპუსების უმრავლესობა ავარიაულია, რამდენიმე მათგანის სადარბაზოები მთლიანად ჩამოშლილია და მაცხოვრებლებს საფრთხეს გვიქმნის, მაგრამ სხვა წასასვლელი არსად გვაქვს და იძულებული ვართ აქ ვიცხოვროთ”, _ ამბობენ ადგილობრივები. Read the rest of this entry »
„ჭიებით, ფოთლებით და ნაგვით დაბინძურებულ წყალს ვსვამთ“
დასახლების 1600-ზე მეტი ოჯახი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. დასახლების ტერიტორია, სადაც როგორც ეკომიგრანტები, ასევე ლტოლვილები და უსახლკაროები ცხოვრობენ, უკვე რამდენიმე წელია სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, სასმელად ისინი მდინარის წყალს იყენებენ, რომლის სათავეც, სოფლის ზემოთ, მუხროვანის ტერიტორიაზეა. წლის სათავე და სოფლამდე გაყვანილი მილები საშინლად დაბინძურებულია, რის გამოც, მოსახლეობამდე ფოთლებითა და სხვადასხვა ნარჩენებით დაბინძურებული წყალი მიდის.
იმის გამო, რომ ადგილობრივების უმრავლესობა უკიდურესად ღარიბია, სასმელი წყლის ყიდვას ვერ ახერხებს და დაბინძურებული წყლის მოხმარება უწევთ. Read the rest of this entry »
იზა ვეფხვაძის ლიტერატურული სპექტაკლი “მთების ბალადა”
21 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 18 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (ი. ჭავჭავაძის პრ.#1) გიწვევთ რევაზ თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებლის, მსახიობისა და სამხატვრო ხელმძღვანელის იზა ვეფხვაძის ლიტერატურულ სპექტაკლზე “მთების ბალადა”, რომელიც ეძღვნება უნივერსიტეტის აღზრდილების, ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ფუძემდებლების, ლეგენდარული მთამსვლელების, და-ძმა ალექსანდრა, სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეების ხსოვნას.
“ოცნების ქალაქის” “გენერლები”
ბათუმთან ახლოს, ყოფილი სამხედრო ნაწილის ტეროტორია 19 ჰექტარზეა გადაჭიმული, აქ ორი წლის წინ, მუყაოს და ცელოფნის პარკებისგან შეკოწიწებულ ქოხმახებში 300 ოჯახი ცხოვრობდა.
დაურეგისტრირებელი შინაური ცხოველების მეპატრონეები დაჯარიმდებიან
თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი არ დაურეგისტრირებიათ, დაჯარიმებას ექვემდებარებიან.
“შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი” 6 თვეა, მოქმედებს. საკრებულომ აღნიშნული კანონი 6 აპრილს მიიღო და 8 აპრილს შევიდა ძალაში. 8 აპრილიდან 6 თვის ვადაში ყველა შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებული იყო, რომ ცხოველი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურებზე გაეტარებინა – ჩიპირება, ტატუირება და საჭდე, იგივე “ბირკა”.
ცხოველთა მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ იდენტიფიცირება ხდება ცალკეულ ვეტკლინიკებში ან თავშესაფრებში, შესაბამისად ისინი ცხოვლეთა მონიტორინგის სააგენტოს დაქვემდებარებაში არ არიან და ტარიფებსაც თვითონ ადგენენ.
თუშეთი ისევ გარესამყაროსაა მოწყვეტილი
თუშეთი ისევ გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დღეს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, თუშეთთან დამაკვაშირებელი ფშაველი-ომალოს გზის 55-ე კილომერტრში მეწყერი ჩამოწვა.
შპს-თუშეთგზის დირექტორის ომარ ლეკიშვილის განცხადებით, უღელტეხილის იქით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია. მისივე განმარტებით, წვიმის გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია. ლეკიშვილი ფშაველი-ომალოს გზის გახსნის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.
კონფერენცია თემაზე: „ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირების ინოვაციური მიდგომები“
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2015 წლის 10 ნოემბერს დაგეგმილია კონფერენცია თემაზე: „ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირების ინოვაციური მიდგომები“.
ინიციატივა მიზნად ისახავს დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით შიდა წვის ძრავებში გამონაბოლქვი აირების შემცირების ინოვაციური მიდგომების/გამოგონებების (საწვავის მისართები, კატალიზატორები და ა.შ) გამოყენების ხელშეწყობას.
მუყაოს ოცნების ქალაქი – სამი წლის შემდეგ
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, თუკი ზღვისკენ მიწევს ჩასვლა, აუცილებლად შევურბენ-ხოლმე “მუყაოს ოცნების ქალაქის” მკვიდრებს… აქაურებს ამ წლების განმავლობაში დავუმეგობრდი კიდეც.თუმცა, ის, რასაც მე ვაკეთებ ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით რაც მათ შეიძლება ვინმემ გაუკეთოს… ჩემი დახმარება მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ კიდევ ერთხელ მივაწვდინო ხმა იმ ადამიანებს, ვისაც მათი პრობლემის მოგვარება შეუძლია.
„NEAსფერო“ სტუდენტებისთვის
დღეს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებული სივრცე შესთავაზა ქართველ სტუდენტებს, სადაც მათ შეძლეს შეხვედროდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის, მათ შორის, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ა.შ. სტუდენტებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესო შეხვედრა გამართეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გიგლა აგულაშვილთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან თამარ ბაგრატიასთან.