RSS

კონფერენცია თემაზე: „ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირების ინოვაციური მიდგომები“

08 Oct

konferenciaსაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2015 წლის 10 ნოემბერს დაგეგმილია კონფერენცია თემაზე: „ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირების ინოვაციური მიდგომები“.

ინიციატივა მიზნად ისახავს დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით შიდა წვის ძრავებში გამონაბოლქვი აირების შემცირების ინოვაციური მიდგომების/გამოგონებების (საწვავის მისართები, კატალიზატორები და ა.შ) გამოყენების ხელშეწყობას.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ქვეყანაში მოქმედი საწვავის (ბენზინისა და დიზელის) ეროვნული სტანდარტი ყოველწლიურად მკაცრდება და უახლოვდება ევროპულს, მაგრამ მიუხედავად ამისა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება.
ამიტომ, მსუბუქი ავტომობილებისთვის გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების, მათ შორის გამონაბოლქვის კონტროლის, ამოქმედებამდე სასურველია გამოიძებნოს ამ პრობლემასთან ბრძოლის ალტერნატიული გზები.

კონფერენციაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ, ხოლო გამოსვლის მსურველებმა პრეზენტაცია მოთხოვნილი ფორმატით* წარმოადგინეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eiec.gov.ge, არაუგვიანეს 30 ოქტომბრისა.
ინფორმაცია კონფერენციის დეტალების და დღის წესრიგის შესახებ ხელმისაწვდომი გახდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
ნოე მეგრელიშვილი
მობ.: +995 595 11 97 35
ელ. ფოსტა: noe.megrelishvili@gmail.com

*პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს PowerPoint-ის ფორმატში, სადაც ასახული იქნება გამოგონების/ინიციატივის ძირითადი არსი; სამეცნიერო-ტექნიკური დასაბუთება; გამოცდის შედეგები/სარგებელი, ნაკლოვანებები და დანერგვის შესაძლო გზები.
ავტორებს პრეზენტაციისთვის დაეთმობათ 10-15 წთ.

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s