RSS

თუშეთი ისევ გარესამყაროსაა მოწყვეტილი

08 Oct

tushetთუშეთი ისევ გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დღეს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, თუშეთთან დამაკვაშირებელი ფშაველი-ომალოს გზის 55-ე კილომერტრში მეწყერი ჩამოწვა. 

შპს-თუშეთგზის დირექტორის ომარ ლეკიშვილის განცხადებით, უღელტეხილის იქით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია. მისივე განმარტებით, წვიმის გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია. ლეკიშვილი ფშაველი-ომალოს გზის გახსნის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.


,,რაც 20 აგვისტოს მოხდა, დაახლოებით იგივე მდგომარეობაა. ლაფი, ქვებია ჩამოტანილი. მოგლეჯილი ხეები ჩამოდის. ეს მასა ზევიდან მოდის. ვწმენდთ, მაგრამ ლაფი ისევ ჩამოდის. წვიმის გამო სამუშაოების გაგრძელებას აზრი არ აქვს. იქნებ გადაიღოს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მეწყერის ჩამოწოლის დროს ამ მონაკვეთზე არავინ მოძრაობდა. შესაბამისად, გზაზე არავინ არ არის გაჩერებული. ამინდის გაუმჯობესებისთანავე გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდება. მწყერი ჩამოწოლილია 30 მეტრიან გზის მონაკვეთზე“, – განუცხადა Knews.ge-ს ომარ ლეკიშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა Knews.ge-ს განუცხადა, რომ მეწყერის ჩამოწოლას მსხვერპლი არ მოჰყოლია და თუშეთიში არც ერთი ტურისტი არ არის ჩარჩენილი.
თუშეთთან დამაკავშირებელი გზა 20 აგვისტოსაც ჩაიკეტა. სტიქიის შედეგად ფშაველი-ომალოს გზის 27-ე და 52-ე კილომეტრზე გზა ღვრაცოფმა წაიღო. რამდენიმე მონაკვეთზე კი მიწის მასის ჩამოწოლის შედეგად გზა ჩამოიშალა, რის გამოც ახმეტის რაიონის მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოსწყდა. სოფელ ხისომდე გზის უმეტესი ნაწილი ქვიშითა და კლდის ნაშალით იყო დაფარული. სტიქიიდან 5 დღეში თუშეთიდან 600-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები ვერტმფრენით გადმოიყვანეს. გზის ჩახერგვის გამო სახალხო დღესასწაული „თუშეთობა 2015“ აღარ ჩატარდა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

http://www.knews.ge/ge/kakhetinews/news/3860/%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%95-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%93%E1%83%90.htm

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s