RSS

Daily Archives: 08/10/2015

დაურეგისტრირებელი შინაური ცხოველების მეპატრონეები დაჯარიმდებიან

tivashi 003თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი არ დაურეგისტრირებიათ, დაჯარიმებას ექვემდებარებიან.

“შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი” 6 თვეა, მოქმედებს. საკრებულომ აღნიშნული კანონი 6 აპრილს მიიღო და 8 აპრილს შევიდა ძალაში. 8 აპრილიდან 6 თვის ვადაში ყველა შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებული იყო, რომ ცხოველი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურებზე გაეტარებინა – ჩიპირება, ტატუირება და საჭდე, იგივე “ბირკა”.

ცხოველთა მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ იდენტიფიცირება ხდება ცალკეულ ვეტკლინიკებში ან თავშესაფრებში, შესაბამისად ისინი ცხოვლეთა მონიტორინგის სააგენტოს დაქვემდებარებაში არ არიან და ტარიფებსაც თვითონ ადგენენ.

Read the rest of this entry »

 

თუშეთი ისევ გარესამყაროსაა მოწყვეტილი

tushetთუშეთი ისევ გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დღეს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, თუშეთთან დამაკვაშირებელი ფშაველი-ომალოს გზის 55-ე კილომერტრში მეწყერი ჩამოწვა. 

შპს-თუშეთგზის დირექტორის ომარ ლეკიშვილის განცხადებით, უღელტეხილის იქით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია. მისივე განმარტებით, წვიმის გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია. ლეკიშვილი ფშაველი-ომალოს გზის გახსნის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.

Read the rest of this entry »

 

კონფერენცია თემაზე: „ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირების ინოვაციური მიდგომები“

konferenciaსაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2015 წლის 10 ნოემბერს დაგეგმილია კონფერენცია თემაზე: „ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირების ინოვაციური მიდგომები“.

ინიციატივა მიზნად ისახავს დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით შიდა წვის ძრავებში გამონაბოლქვი აირების შემცირების ინოვაციური მიდგომების/გამოგონებების (საწვავის მისართები, კატალიზატორები და ა.შ) გამოყენების ხელშეწყობას.

Read the rest of this entry »

 

მუყაოს ოცნების ქალაქი – სამი წლის შემდეგ

muyao 0014უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, თუკი ზღვისკენ მიწევს ჩასვლა, აუცილებლად შევურბენ-ხოლმე “მუყაოს ოცნების ქალაქის” მკვიდრებს… აქაურებს ამ წლების განმავლობაში დავუმეგობრდი კიდეც.თუმცა, ის, რასაც მე ვაკეთებ ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით რაც მათ შეიძლება ვინმემ გაუკეთოს… ჩემი დახმარება მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ კიდევ ერთხელ მივაწვდინო ხმა იმ ადამიანებს, ვისაც მათი პრობლემის მოგვარება შეუძლია.

Read the rest of this entry »