RSS

„ჭიებით, ფოთლებით და ნაგვით დაბინძურებულ წყალს ვსვამთ“

19 Oct

vaziania9თამთა კაკაურიძე

დასახლების 1600-ზე მეტი ოჯახი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. დასახლების ტერიტორია, სადაც როგორც ეკომიგრანტები, ასევე ლტოლვილები და უსახლკაროები ცხოვრობენ, უკვე რამდენიმე წელია სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, სასმელად ისინი მდინარის წყალს იყენებენ, რომლის სათავეც, სოფლის ზემოთ, მუხროვანის ტერიტორიაზეა. წლის სათავე და სოფლამდე გაყვანილი მილები საშინლად დაბინძურებულია, რის გამოც, მოსახლეობამდე ფოთლებითა და სხვადასხვა ნარჩენებით დაბინძურებული წყალი მიდის.

იმის გამო, რომ ადგილობრივების უმრავლესობა უკიდურესად ღარიბია, სასმელი წყლის ყიდვას ვერ ახერხებს და დაბინძურებული წყლის მოხმარება უწევთ. 

vaziani-wyaliადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, უკვე შედგენილია პროექტი, რომელიც არა მხოლოდ ვაზიანის, არამედ, კიდევ 4 სოფლის წყალმომარაგების პრობლემას გადაჭრის, თუმცა, როდის დაიწყება მისი განხორციელება, ჯერჯერობით მათთვისაც უცნობია.

“გურია ნიუსი” ვაზიანის მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად საზოგადოებრივი მოძრაობა“ ქართული მისიის“ წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.

როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, სასმელი წყალი ტერიტორიაზე საერთოდ არ მოდის, რადგან ვაზიანის ტერიტორია ნავთობით არის დაბინძურებული.

“რამდენჯერმე ვცადეთ სხვადასხვა ადგილზე ჭები გაგვეჭრა, თუმცა,არცერთგან სასმელად ვარგისი წყალი არ ამოვიდა. უკვე რამდენიმე წელია მდინარის წყალს ვიყნებთ. ხშირადწყალს ვერ ვყიდულობთ და სასმელადაც გამოგიყენებია, მაგრამ საშინლად დაბინძურებული მოდის, ხანდახან ჭიები, ხის ტოტოები და ფოთლებიმოყვება”, _ ამბობენ ადგილობრივები.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება წინასაარჩევნო დაპირებად უკვე ორი ათეული წელია რჩება.

არჩევნების წინ გვპირდებოდნენ წყალი ორ თვეში მოვაო, მის მერე რამდენმა არჩევნებმა ჩაიარა და მაინც იგივე მდგომარეობაში ვართ. მიჩვეულები ვართ, პირობა პირობად რჩება და არაფერი კეთდება. ეს არის მიტოვებული სოფელი, რომელსაც პატრონი არ ჰყავს. წყალი არა მარტო მოსახლეობას, ბაღს და  სკოლასაც არ მიეწოდება”, _ აცხადებენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, ვაზიანის დასახლებას, სადაც ძირითადად ლტოლვილები ცხოვრობენ, დაახლოებით, 6 წლის წინ სასმელი წყლის თითო წერტილი კორპუსების წინ დაუმონტაჟეს. ასეთი ტერიტორიაზე 11 წერტილია, საიდანაც მოსახლეობამ კორპუსებში წყალი თავიანთი ხარჯებით შეიყვანა, თუმცა, იმის გამო, რომ ტერიტორიაზე მოსახლეობის დიდი რაოდენობაა, სასმელი წყალი საკმარისი მაინც არ არის.

vaziani-wyali2ე.წ. აჭარლების დასახლების (ტერიტორიაზე აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, ავტ.) მაცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ ვაზიანის დასახელაბში, ლტოლვილების კორპუსებს წყალი სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა შეუყვანა.

ადგილობრივები გამოსავალს ქონების ლეგალიზაციაში ხედავენ, რის შემდეგაც იმედოვნებენ, რომ სასმელი წყლის პრობლემა მათაც მოუგვარდებათ.

“თუ არ დაგვიკანონეს ეს ტერიტორია, ვერაფერს ვერ შემოიყვანენ. ლტოლვილების დასახლებას წყალი იმიტომ შეუყვანეს, რომ ლტოლვილები არიან. ჩვენი მდგომარეობა კი არავის აინტერესებს. იმათ პრობლემებს მეტი ყურადღება ექცევა”, _ აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.

სოფელ ვაზიანის წარმომადგენელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარე, სულიკო ფურცელაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ სანამ ვაზიანი მარტყოფს არ გამოეყოფა, ადგილობრივების პრობლემა ვერ გადაიჭრება.

“წინასაარჩევნოდ ზურაბ მელიქიშვილი დაგვპირდა, სასმელი წყლის პრობლემას მოგიგვარებთო. დეპუტატად რომ დამჯდარიყო, მოგვარდებოდა ეს პრობლემა.  მაშინ თანხებიც ჩაიდო, გვპირდებოდნენ კიდეც, რომ მოაგვარებდნენ, თუმცა გეოლოგიური დასკვნებიც არ დაუდიათ, მის მერე ყურადღებას არავინ გვაქცევს. ტერიტორიაზე მლაშე წყალი მოდის, ისიც სამ დღეში ერთხელ და მთელ მოსახლეობას არც ყოფნის. სულ სოფელ ვაზიანში 65 ოჯახია.  გარდა ამისა, წყალი არ მიეწოდება აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების 106 ოჯახს. ასევე, ე.წ. გარადოკის დასახლებას. პრობლემა მანამდე არ მოგვარდება, სანამ ეს ტერიტორია რაიონს არ გადმოეცემა. ახლა ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს, ნაწილი თავდაცვის სამინისტროს, ნაწილი კი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეკუთვნის. გარდა ამისა, ვაზიანი მარტყოფიდან ცალკე ერთეულად უნდა გამოიყოს. უკვე 5 000 კომლს აღემატება მთლიანი ვაზიანი. საზღვრები უნდა დადგინდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა ვერ მოგვარდება”, _ ამბობს ფურცელაძე.

მატრყოფის ტერიტორიულ ორგანოში გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, დავით კარგარეთელის განცხადებით, წყლის პრობლემა დგას როგორც ვაზიანში, ასევე ახალსოფელში, სააკაძეში, მარტყოფსა და ნორიოშიც.

“ამ ტერიტორიაზე ბოლო 2 წელია სასმელი წყალი ძალიან ჭირს. თუმცა, პროექტი შედგენილია, რომლის მიხედვითაც, ხუთ სოფელს – ახალსოფელს, მარტყოფს, ნორიოს,სააკაძეს და ვაზიანს, გაფილტრულისასმელი წყალი უნდა მიეწოდოს. ამჟამად, უწყლოდ არის 2500 ოჯახი სოფელ მარტყოფში, 125 კომლი – სააკაძეში, 1600 კომლი კი, მთლიან ვაზიანში.

სავარაუდოდ, როგორც ჩვენ ვიცით, ეს პროექტი მთავრობაშიც არის გადაგზავნილი და 2016 წელს ველოდებით პროექტის განხორციელებას.

vaziani-wyali10აჭარლების დასახლება იღებს წყალს, მაგრამ საკმარისი არ არის მთლიანი დასახლებისთვის და ამასთანავე, დასალევად მაინცდამაინც არცთუ ისე ვარგისიანის ეს წყალი.

ამიტომ,  გარდაბანმა შეადგენინა პროექტი და წყლის შეყვანა მდინარე იორიდან იგეგმება ამ ხუთ სოფელში. მთელი 2015 წელი ამ სოფლებთან დაკავშირებით საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ძალიან ბევრი ვეცადეთ მთის წყაროებიც ვეძებეთ და მუნიციპალიტეტიც მზად იყო ნებისმიერი გზით შემოგვეყვანა წყალი, მაგრამ ვერ მოვახერხეთ”, _ აცხადებს კარგარეთელი და დასძენს, რომ საუბარია, დაახლოებით, 4 500 000-ლარიან პროექტზე.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s