RSS

ვაზიანის მოსახლეობა შველას ითხოვს

19 Oct

vaziania10თამთა კაკაურიძე

ვაზიანის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ტერიტორიაზე არსებულ 56 კორპუსში, რომელთა მდგომარეობაც სავალალოა, 5 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

მათი საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისად მძიმეა, კორპუსებში არ არის გამართული საკანალიზაციო და წყლის მილები, ფეკალიები კი პირდაპირ სარდაფში ჩაედინება.

ტერიტორიაზე რამდენიმე ნაგავსაყრელია. მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგვის გროვები საკუთარი სახსრებით გააქვთ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ძირითადად აფხაზეთიდან დევნილები, უსახლკაროები და სოციალურად დაუცველი პირები არიან, რომლებიც რამდენიმე წელია აღნიშნულ კორპუსებში თვითნებურად შესახლდნენ.

“დაახლოებით 28 წელია აქ ვცხოვრობ. რუსეთის სამხედრო ბაზა რომ გავიდა ვაზიანიდან ესკორპუსები ცარიელი დარჩა. გვითხრეს, ვისაც სახლ-კარი არა გაქვთ, შეგიძლიათ აქ იცხოვროთო. უკვე გაძარცვულ კორპუსებში შემოვედით, თუმცა, პირობები დღითიდღე უარესდებოდა. მას შემდეგ ეს შენობები არავის გაურემონტებია, არც სახურავი აქვს, არც რაიმე ინფრასტრუქტურააგამართული. მას შემდეგ ორი თაობა გავზარდეთ და ისევ ამ სიბინძურეში და გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. კორპუსების უმრავლესობა ავარიაულია, რამდენიმე მათგანის სადარბაზოები მთლიანად ჩამოშლილია და მაცხოვრებლებს საფრთხეს გვიქმნის, მაგრამ სხვა წასასვლელი არსად გვაქვს და იძულებული ვართ აქ ვიცხოვროთ”, _ ამბობენ ადგილობრივები.

 “ვხუმრობთ ხოლმე, ვაზიანი კი არა ამ დასახლებას პარკიანი უნდა ერქვას-თქო. ისეთი სიბინძურეა გარშემო, ქარი რომ ამოვარდება, მთელი ნაგავი ფანჯრებიდან ოთახებში შემოგვდის. არაფერს ვითხოვთ ნაგვის ურნების გარდა. პერიოდულად რომ გაწმინდონ ტერიტორია, არა მგონია, მოუგვარებელი პრობლემა იყოს. კანალიზაციის ჭებიც მთლიანად ივსება, რასაც ეს ჭები ვერ იტევს სარდაფებში ჩადის. ქვეწარმავლების, ვირთხების და ანტისანიტარიის ბუდეა”, _ ამბობს ჟუჟუნა ჩიტაიშვილი, რომელიც 23 წელია ვაზიანში ცხოვრობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთ მაცხოვრებელს  ბინა საკუთრებაში დარეგისტრირებული არ აქვს.

“რამდენიმე კორპუსში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. მათთვის ცოტა ხნის წინ კორპუსები აშენდა. თუმცა არავინ შეუსახლებიათ. იმასაც კი არ გვეუბნებიან, რატომ არის ეს პროცესი გაჩერებული. დასრულებულ კორპუსებს გვაყურებინებენ, ჩვენ კი ასეთ პირობებში ვცხოვრობთ. შეგვასახლონ და თავს ჩვენით მოვუვლით”, _ ამბობენ ვაზიანის მაცხოვრებლები.

როგორც “გურია ნიუსს” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ვაზიანის დასახლების კორპუსები უწყების ბალანსზეა, თუმცა ცოტა ხნის წინ სამი კორპუსი დევნილთა და განსახლების სამინისტროს გადაეცა. დანარჩენ კორპუსებში კი, უკანონოდ შეჭრილი მოსახლეობა წლებია ცხოვრობს.

“ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგასვაზიანის დასახლებაში მაცხოვრებლების გამოსახლება და სხვა ადგილზე გადაყვანა. სანამ ეს საკითხი ღიად არის დარჩენილი, ეს ხალხი ამ ტერიტორიაზე მანამ იცხოვრებს. მათ საკუთრებაში ბინები არ არის, ვერც თავდაცვის სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას, რომ შენობები გაარემონტოს და იქ მაცხოვრებლებსფართები დაუკანონოს. სამი კორპუსი ცოტა ხნის წინ დევნილთა და განსახლებისსამინისტროს გადაეცა, ისინი უკვე გარემონტებულია, თუმცა რატომ არ არიან მასში დევნილი მოსახლეობა შესახლებული, არ ვიცით”, _ გვითხრეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

ტერიტორიაზე არ არის სამედიცინო პუნქტი, აფთიაქი და სხვა საჭირო ობიექტები. სკოლა და ბაღი ადგილობრივების თქმით, წელს გარემონტდა, თუმცა ბაღში ყველა ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოხერხდა.

“4 არასრულწლოვანი მყავს, აქედან ორი ბაღის ასაკისაა, დარეგისტრირება ვერ მოვახერხეთ და ორივე სახლში მყავს. ასეა ბევრი ოჯახი. ბაღი არის, თუმცა ვერ ვიყენებთ. რაც შეეხება სკოლას, წელს გაარემონტეს და შედარებით უკეთესი პირობებია, ვიდრე იყო”, _ გვითხრა ვაზიანის მაცხოვრებელმა.

 “სასწრაფო დახმარების მანქანა გარდაბნიდან ჩამოდის, ტერიტორიაზე აფთიაქი არ არის. არც სამედიცინო პუნქტია”, _ ამბობენ ადგილობრივები.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობას ელემენტარული ცნობების ასაღებად მარტყოფში ჩასვლა უწევს, რადგან ვაზიანის დასახლება ტერიტორიულად გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

“ცნობის აღება დამჭირდა და მარტყოფში ჩავედი. თუმცა, ჯერ თბილისში მომიწია ჩასვლა, იქედან კი მარტყოფში. ტრანსპორტიც კი არ მოძრაობს ტერიტორიულ ერთეულამდე რომ მივიდეთ. გამგებლის წარმომადგენელი ადგილზე არ მოდის, ჩვენი გაჭირვება ვის აინტერესებს. ერთი ადგილი მაინც გამოგვიყონ, რომ დოკუმენტაციის ასაღებად ამ სიშორეზე წასვლა არ მოგვიხდეს”, _ უთხრა “გურია ნიუსს” ციალა ოთანაძემ.

სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის საზოგადოებრივმა მოძრაობამ “ქართულმა მისიამ” დღეს ადგილზე დახმარება ჩაიტანა. ტანსაცმელი და სათამაშოები 200-მდე ადამიანს გადასცეს.

როგორც “ქართული მისიის” დამფუძნებელმა არჩილ შველიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას თქვა, ხელისუფლებას ეს ადამიანები დავიწყებული ჰყავს.

“უკვე მე-10 შეხვედრა ჩავატარეთ ამ ადამიანებთან და ვმუშაობთ მათი პრობლემების მოგვარებაზე. ჩვენს მოძრაობას არანაირი პოლიტიკური მიზნები არ აქვს. ვცდილობთ გაჭირვებულ მოსახლეობას დავეხმაროთ და მათი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ვხვდებით სხვადასხვა ორგანიზაციებს, ვცდილობთ მოვიზიდოთ ფინანსური მხარდაჭერა და შევუმსუბუქოთ ამ ადამიანებს ყოფა”, _ აღნიშნა შველიძემ.

“გურია ნიუსი” ვაზიანის დასახლების მაცხოვრებელთა პრობლემების საკითხზე მუშაობას განაგრძობს და ვრცელ მასალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე: 

ვაზიანის დასახლების მაცხოვრებელთა პრობლემა ჯერჯერობით კვლავ მოუგვარებელი რჩება. 56 კორპუსში მცხოვრები 5 ათასამდე ადამიანი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. საქმე იმაშია, რომ ნაგვის ურნების არარსებობის გამო, მოსახლეობა  იძულებულია ნაგავი ტერიტორიაზე დაყაროს, თუმცა მუდმივი ქარის გამო, ნარჩენები იფანტება. ადგილობრივები ტერიტორიის გაწმენდას და ელემენტარული გარემო-პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 10 ნაგვის ურნა ერთ ადგილზე, დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ მოშორებით დგას. თუმცა, იმის გამო, რომ ტერიტორიაზე 100-მდე მაწანწალა ძაღლია, ურნებთან მიახლოებას ადგილობრივები ვერ ახერხებენ.

ამასთანავე, მოსახლეობა ამბობს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები 10 დღეში ერთხელაც არ მოდიან, გადავსებული ურნების გამო კი, ისინი ნაგავს მის გარშემო აწყობენ.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, “გურია  ნიუსმა” რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა – ვაზიაანის მოსახლეობა შველას ითხოვს და“მინისტრმა, ალბათ, ჩვენი გასაჭირი არ იცის – რას სთხოვს მოსახლეობა გიგლა აგულაშვილს”, სადაც დასახლების მაცხოვრებელთა დასახლების მაცხოვრებელთა პრობლემების შესახებ არის საუბარი.

სტატიების გამოქვეყნების შემდეგ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ამ პრობლემით დაინტერესდა და რეაგირებისთვის გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს გადაუგზავნა. დეპარტამენტის წარმომადგენლები ვაზიანში 24 სექტემბერს იმყოფებოდნენ. პრობლემის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ ტერიტორიაზე მიმოფანტული საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოკლე დროის განმავლობაში არ დაგროვებულა.

მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ, ადგილზევე მომზადდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის გასაგზავნი წერილი, რომელიც 1 ოქტომბერს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ბესარიონ აბაშიძის სახელით გარსევან ნიორაძეს გაეგზავნა.

წერილში დაწვრილებით არის აღნიშნული რა პრობლემები დგას ვაზიანის დასახლებაში. სამინისტროს, მუნიციპალიტეტიდან პასუხი 10 დღის ვადაში უნდა ეცნობოს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, წერილის მიღებიდან მე-5 დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, დასუფთავებისა და ეკონომიკის სამსახურების უფროსებს აღნიშნული წერილის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.

როგორც “გურია ნიუსს” გარდაბნის მუნიციპალიტეტის კანცელარიაში განუცხადეს, წერილები ინფრასტრუქტურის, დასუფთავებისა და ეკონომიკის სამსახურების უფროსებს ხვალ გადაეგზავნებათ, პასუხის გაცემის ვადების შესახებ კი კანცელარიაში არაფერი იციან.

აპირებს თუ არა ვაზიანის დასახლების პრობლემის მოგვარებას გარდაბნის მუნიციპალიტეტი და რა ვადებში შეიძლება გადაწყდეს პრობლემა, ამ კითხვებით “გურია ნიუსი” გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს მარტყოფის ტერიტორიულ ერთეულში, დავით კარგარეთელს დაუკავშირდა (ვაზიანის დასახლება ტერიტორიულად გარდაბნის მუნიციპალიტეტში შედის. დასუფთავება კი, მარტყოფის ტერიტორიული ორგანოს პრეროგატივაა)

კარგარეთელის მტკიცებით, ვაზიანის დასახლებას კვირაში ოთხჯერ ემსახურება დასუფთავების სამსახური, ნაგვის ურნები კი, კვირაში სამჯერ იწმინდება.

“ვაზიანს ემსახურება ორი ფირმა, ერთი დასუფთავების და მეორე ურნების გატანის. კერძოდ, ემსახურება 4 მანქანა (ორი დასუფთავებისთვის და ორი ურნების გასატანად) და დაახლოებით 8 ადამიანი (3 ურნების გატანისას, 5 დასუფთავებისთვის). დასუფთავებას ვამოწმებთ და ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს, მაგრამ მანდ პრობლემა ურნებთან დაკავშირებით იყო, არ იყო საკმარისი, რაც იწვევდაპრობლემას. მაგრამ სექტემბერში მეც და გამგეობამაც დავაყენეთ ეს საკითხი,  და უკვე გადაწყვეტილია, საკრებულოს თანხმობაც არის, რომ გამოცხადდეს ტენდერი, შევისყიდოთ ურნები და გადავანაწილოთ ადგილზე. იმედი გვაქვს ამის შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრება”, _ აცხადებს კარგარეთელი, თუმცა როდის გამოცხადდება ტენდერი ან რა რაოდენობის ურნის შესყიდვა მოხდება, ვერ აკონკრეტებს.

“ახალ წლამდე, ამავე ბიუჯეტით უნდა მოვახერხოთ ურნების შესყიდვა”, _ ამბობს კარგარეთელი.

რაც შეეხება დასუფთავებას, მისი მტკიცებით, ურნების გატანა კვირაში სამჯერ ხდება, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები კი, ტერიტორიას კვირაში ოთხი დღის განმავლობაში ასუფთავებენ.

კითხვაზე, ამოწმებენ თუ არა დასუფთავების სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კარგარეთელი ამბობს, რომ შემოწმება მუდმივად ხორციელდება.

“რა თქმა უნდა, მუდმივად ვამოწმებთ. ორივე სამსახური გრაფიკის გვემსახურება კეთილსინდისიერად. შეიძლება ერთი დღე ჰქონდეთ ჩავარდნა და ვერ მივიდნენ დასასუფთავებლად, მაგრამ გეუბნებით, რომ ტერიტორია მუდმივად სუფთავდება. თუმცა, იმის გამო, რომ ტერიტორიაზე მხოლოდ 10 ურნაა, რაც არ არის საკმარისი, ნაგავი ტერიტორიაზე იყრება. ახლა ვაპირებთ, რომ ურნების შეძენის შემდეგ ისინი კორპუსებთან გადავანაწილოთ”, _ აცხადებს კარგარეთელი.

თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ დასუფთავების სამსახური დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ მიდის ტერიტორიაზე, მანამდე კი, ურნები ივსება და ადგილზე ნაგვის გროვები ჩნდება. გარდა ამისა, დასუფთავების სამსახურს, მხოლოდ ურნების გარშემო არსებულ ნაგავზე აქვს პასუხისმგებლობა აღებული და სხვა ტერიტორიას ისინი არ ასუფთავებენ.

ვხუმრობთ ხოლმევაზიანი კი არა ამ დასახლებას პარკიანი უნდა ერქვასთქო. ისეთისიბინძურეა გარშემო, ქარი რომ ამოვარდება, მთელი ნაგავი ფანჯრებიდან ოთახებში შემოგვდის.არაფერს ვითხოვთ ნაგვის ურნების გარდა. პერიოდულად რომ გაწმინდონ ტერიტორია, არამგონია, მოუგვარებელი პრობლემა იყოს. კანალიზაციის ჭებიც მთლიანად ივსება, რასაც ეს ჭებივერ იტევს სარდაფებში ჩადის. ქვეწარმავლების, ვირთხების და ანტისანიტარიის ბუდეა“, _ამბობს ჟუჟუნა ჩიტაიშვილი, რომელიც 23 წელია ვაზიანში ცხოვრობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ვაზიანის მაცხოვრებლებს კიდევ რამდენიმე პრობლემა აწუხებს, რომლის მოგვარებასაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ითხოვენ.

კერძოდ, კორპუსებში არ არის გამართული საკანალიზაციო და წყლის მილები, ფეკალიები კი პირდაპირ სარდაფებში ჩაედინება.

თუმცა, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, დავით კარგარეთელი ამბობს, რომ შეძლებისდაგვარად, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური მოსახლეობას ეხმარება და საკანალიზაციო ჭებს ასუფთავებს.

“აღნიშნული კორპუსები, რომელიც არის სამხედრო დასახლებაში, ყველა მათგანი არ არის  გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბალანსზე. კორპუსების ნაწილი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაა, ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.  ერთადერთს რასაც ვახერხებთ, ძალიან ხშირად ატარებს მუნიციპალიტეტი გაწმენდით სამუშაოებს, რაც შეეხება რეაბილიტაციას, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ასევე მწვავედ დგას კორპუსების გადახურვის საკითხი, თუმცა, ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ. სხვის ქონებაზე მუნიციპალიტეტი ვერაფერს გააკეთებს. საკანალიზაციო სისტემა ბოლოს, დაახლოებით,  ერთი თვის წინ გაიწმინდა”, _ აღნიშნავს კარგარეთელი.

“გურია ნიუსი” ყურადღებით ადევნებს თვალს აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხს და უახლოეს მომავალში სხვა მასალებსაც შემოგთავაზებთ.

http://www.gurianews.com/

 

2 responses to “ვაზიანის მოსახლეობა შველას ითხოვს

  1. nazi meshveliani

    19/10/2015 at 20:41

    რა კარგ მასალებს მაწვდით, დიდი მადლობა!

    >Понедельник, 19 октября 2015, 16:34 UTC от “ეკოფაქტი” : > >ekofact posted: “თამთა კაკაურიძე

    ვაზიანის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ტერიტორიაზე არსებულ 56 კორპუსში, რომელთა მდგომარეობაც სავალალოა, 5 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

    მათი საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისად მძიმეა, კორპუსებში ” >

     
    • ekofact

      19/10/2015 at 20:42

      თქვენ დიდი მადლობა რომ კითხულობთ ჩვენს ბლოგს🙂

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s