2015 წლის 1–ლი ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც ცვლილებები იქნა შეტანილი „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში.
Daily Archives: 05/11/2015
პირადი მოხმარებისთვის მოჭრილი ხე–ტყის გასხვისება 500 ლარით დაისჯება
აგრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ველში, რომელიც საირიგაციო ზონას წარმოადგენს, აგრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა. ავტომატური სადგური, ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობაზე, ნალექების რაოდენობაზე, ქარის სიჩქარესა და მიმართულებაზე, ნიადაგის ტემპერატურასა და ტენიანობაზე მონაცემებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების ცენტრს მიაწვდის, რაც ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს დროულად მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პროცესების შესახებ. Read the rest of this entry »
“მუყაოს ოცნების ქალაქში” პატარა გარდაიცვალა
ცხრა წლის, ლუკა ბერიძე, რომელიც 2012 წლიდან „მუყაოს ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა, გუშინ საღამოს გარდაიცვალა. პარასკევს, ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს, მაღალი სიცხით და ღებინებით. ბავშვის დედის ინგა სანიკიძის განმარტებით, ბავშვისთვის, იმ ღამეს ერთი გადასხმის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ. უყურადღებობის გამო, შვილი საავადმყოფოდან გაიყვანა. ორშაბათს, საღამოს საათებში, ოცნების ქალაქელებმა გადაიყვანეთ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში.