RSS

“მუყაოს ოცნების ქალაქში” პატარა გარდაიცვალა

05 Nov

muyao 0012ცხრა წლის, ლუკა ბერიძე, რომელიც 2012 წლიდან „მუყაოს ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა, გუშინ საღამოს გარდაიცვალა. პარასკევს, ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს, მაღალი სიცხით და ღებინებით. ბავშვის დედის ინგა სანიკიძის განმარტებით, ბავშვისთვის, იმ ღამეს ერთი გადასხმის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ. უყურადღებობის გამო, შვილი საავადმყოფოდან გაიყვანა. ორშაბათს, საღამოს საათებში, ოცნების ქალაქელებმა გადაიყვანეთ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში.

„იქ არ მიგვიღეს, რადგან ბავშვი იყო მძიმედ და გადავიყვანეთ ისევ ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში. ბავშვი საავადმყოფოში კრუნჩხვებში ჩავარდა. მას შემდეგ ავიყვანეთ რეანიმაციაში. ექიმი არ გვეუბნებოდა ბავშვის მდგომარეობას. მხოლოდ იმას ამბობდა, რომ ბავშვი არის მძიმედ. მას შემდეგ ვითხოვეთ რომ ბავშვი რეანომობილით გადაგვეყვანა თბილისში. რაზეც ექიმმაც და დირექტორმაც უარი განაცხადა და გვითხრა, რომ თუ თქვენ გაქვთ სახსრები გამოიძახეთ და გაგატანთო. რაც ღირს 1000 ლარი. ჩვენ ოჯახის წევრებმა ვთხოვეთ ბავშვთა უფლებების დამცველს დახმარება, უარი არ გვითხრა და სამინისტროში მივედით,“ – გვიყვება როინ გუნდაძე.  – როცა ჯანდაცვის სამინისტროში მივედი ანზორი ბალაძესთან. და ვთხოვე დაგვხმარებოდა მაგრამ უარი გვითხრა და ისიც განგვიმარტა რომ თუ კლინიკა დადებს დასკვნას, რომ ბავშვი გადასაყვანია თბილისში ან სხვა კლინიკაში. წინასწარ შეუთანხმდებიან და მერე წაიყვანენო. როცა ისევ კლინიკაში დავბრუნდით, ბავშვი უკვე გარდაცვლილი დაგვხვდა.“

ამ ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.

როგორ გადაიტანენ ზამთრის სუსხს მისი პატარა ერთი წლის და და დანარჩენი “ოცნების ქალაქის” პატარები ძნელი წარმოსადგენია…

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s