RSS

Daily Archives: 14/11/2015

ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

WP_20151114_008დღეს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 13 ნამუშევარი, რომელშიც „ეკოფაქტის“ ფოტოც შევიდა.

Read the rest of this entry »

 

ტრაგედია საფრანგეთში

pariziსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფრანსუა ოლანდს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს

“თქვენო აღმატებულებავ,
მთელი საქართველო შესძრა საფრანგეთში მომხდარმა საზარელმა ტერორისტულმა აქტებმა, რომლებსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთან ბრძოლაშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ.
ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხი და მე ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ამ უდიდეს ტკივილს. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში.


გთხოვთ ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
Read the rest of this entry »