RSS

შიშშეჩვეულები საზღვრისპირა სოფლებიდან

23 Nov

cxinvali 004ოლიკო ცისკარიშვილი

სოფელ ერგნეთიდან, ცხინვალამდე ერთი კილომეტრი თუ იქნება. ერგნეთის იქით, იქაურებს აღარ შეუძლიათ გადასვლა, მათსა და ცხინვალს შორის, საოკუპაციო ხაზია.

Wiqebi 001ერთ-ერთი მოსახლის ეზოში შევდივართ, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, „კასეტური“ ბომბები ჩამოიყარა. მათ ადგილზე ახლა ყვავილები ყვავის… ეზოში, ომის შემდეგ, ნაცარში ნაპოვნი ჭურჭელია გამოფენილი.

„ესენი ნაცრიდან ამოვქექე, – გვიყვება ლია ჩლაჩიძე, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი, – წელს მაქვს იმის ბედნიერება, რომ სახლი გადახურულია, მანამდე ყოველ დღე ვუყურებდი დამწვარ და დაფერფლილ კედლებს და ყოველ წუთს მახსენებდა, რომ აქ,  ომის ეპიცენტრი იყო,“ – ოჯახში ოთხნი ცხოვრობენ.

ერგნეთში, ახლა 247 ოჯახი ცხოვრობს, ომის დროს 160 სახლი დაიწვა. მიუხედავად იმისა, რომ წყალი და ბუნებრივი გაზი გამოიყვანეს, მოსახლეობას მაინც უჭირს თავის რჩენა. სოფელში დარჩენილები მიწაზე მუშაობით ძლივს ირჩენენ თავს. მათი დამატებითი შემოსავალი, ან პენსიაა, ან სოციალური დახმარება.  სოფელს, გარდა იმისა, რომ წყლის პრობლემა აქვს, ინფრასტრუქურის სერიოზული პრობლემაც აქვს – სოფელში არ არის მაღაზია, აფთიაქი, ბავშვებისთვის გასართობი, ყველაფერ ამას თან, უგზოობაც ერთვის.

mcxovrebi 005 „სოფელში, როგორც გინდა იარე, ღამითაც არავინ გაწუხებთ, – ამბობს ერგნეთელი, 74 წლის ელვარდ ჩლაჩიძე, – ვართ ჩვეულებრივად, როგორც ადრე. მთავარი ისაა, რომ ხალხს არ უშვებენ – არც აქეთ და არც იქით. წყალიც აღარ მოდის,“ – ამბობს ის და შემოგვჩივის, რომ „პურის ფული“ უჭირს, –  160 ლარი მაქვს პენსია, დახმარება კი – 60, ეს ჭამაში არ გვყოფნის, – გვეუბნება შვიდსულიანი ოჯახის უფროსი.

„დავიღალეთ ამდენი ლაპარაკით, კაციშვილი არ გვაქცევს ყურადღებას,“ – ამბობს იამზე ჩლაჩიძე.

ერთ-ერთმა ერგნეთელმა, ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა პრობლემები უამრავი მოგვიყვა:

„წყალი ჩვენ არ გვაქვს, გზა ჩვენ არ გვაქვს, გადახედეთ არხს, 31 წელში ხელით გაიჭრა, ნერგები ამოვიდა არხზე… არც სასმელი და არც სარწყავი წყალი არ გვაქვს. ვითომ შუქი გამოგვიყვანეს, როგორც კი ქარი ამოვარდება, სამი-ოთხი დრით გათიშული გვაქვს, მხოლოდ გამრიცხველიანობას სინათლე არ მოჰყვება… რაღა გინდა მეტი პრობლემა: გზა არ არის, წყალი, დენი…“

„წყალი არ გვაქვს, სასმელი წყალი… გათბობით კი ფიჩხებით ვთბებით, – გვეუბნება მძინარაშვილი ტერეზა და გვანახევს ახალ მოჭრილ ვაშლისა და მსხლის ხეს, რომლითაც გათბობას აპირებენ, შარშან ხე-ტყით სარგებლობის ვაუჩერები ქონდათ წელს ესეც არ აქვთ, – გაზით როგორ გავთბეთ, მერე როგორ გადავიხადოთ,“ – ამბობენ მოხუცები. ომის დროს, მათი სახლიც გაქურდეს და გადაწვეს. – „სულ გაიტანეს ყველაფერი, ეხლა კი ცხინვალიდან არავინ შემოდის, დაცვა დგას იქ,“ – იმედიანად ამბობენ…

2008 წელს სოფელ დიციც ცხელი წერტილი იყო, ამ სოფელში ცხოვრობს 80 წლის ვენერა ედიშერაშილი, რომელმაც სოფლის ხუთი სახლი გადაწვას გადაარჩინა. ჩვენი სტუმრობისას გემრიელი პურების ცხობაში იყო გართული.

bebo cxinvali 001„სროლები რომ დაიწყო, მარტო მე ვიყავი და ჩემი მეზობელი თავისი ქალიშვილით, ღამე ფერმის უკან ბუნკერში ვათენებდით. სახლიდან ათ მეტრში ბომბი ჩამოვარდა. დღე, ჩვეულებრივ დადიოდნენ ავტომატებით და მარტო იმას მეკითხებოდნენ ახალგაზრდები სად იყვნენ, მუქარით არ მემუქრებოდნენ, მაგრამ ყველაფერი წაიღეს, აურ-დაურიეს, თუ რამე გაგვაჩნდა ყველაფერი წაიღეს. როგორ გადავრჩი და… სარატოველივარ-თქო, მოვიფიქრე… შვილი მომიკლეს-თქო, რომ ვუთხრაი, მერე არაფერს მეკითხებოდნენ. დაკლეს ღორი, რამდენიმე სული საქონელიც წაიყვანეს… მიჰქონდათ ხილი, ვაშლი, ღვინოს და არაყს თავად ითხოვდნენ… ვაძლევდი… – იგონებს 80 წლის მოხუცი, – მეორე მსოფლიო ომსაც ვარ მოსწრებული, მჭადში გარეულ ბალახს ვჭამდით, მაშინ, შიმშილი იყო, ეხლაც ვშიმშილობთ, ახალგაზრდები არ მინდოდა მოსწრებოდნენ ამას.  2008 წელს, რუსებისგან ამას არ მოველოდი, მაინც წერტი სარწმუნოება გვაქვს. საფლავს რომ ადამიანს შეუღობავენ ის ხალხია, შვილო? – კითხულობს და მაინც იმედოვნებს, რომ ის ხალხი, ვინც წვიდა და დღემდე არ დაბრუნებულა, თუ მშვიდობა იქნება მიანც დაუბრინდება თავის სახლ-კარს.. ომამდე, ვენერა ედიშერაშვილს, 40 წლის შვილი, დათო, მოუკლეს, მაინც არ დატოვა კერა… – „ომი რომ დაიწყო და სროლა ატყდა, ჯარი გაიქცა… ხალხიც გარბოდა, იმ ჯარს არ შეეძლო საერთო ენა გამოენახა, რომ რაღაცნაირად მორიგებულიყვნენ? მე თუ შევძელი და ხუთი სახლი გადავარჩინე, იმათაც ხომ შეეძლოთ…“ – ამბობს ვენერა ბებო და ფიქრობს, რომ მშვიდობა მაინც დამყარდება ამ ორ ქვეყანას შორის.

„ცხოვრება წინ მიდის, ბაღებს ვაშენებ, არავინ მეხმარება, შევეჩვიეთ ამ შიშაც, შეგუებულები ვართ, სროლების ხმა ისმის, ვარჯიშობენ… დაკავების ფაქტი იყო, სამი-ოთხი თვის წინ, ერედველი კაცს, თავისი დამწვარი სახლის მონახულება უნდოდა და იქით გადავიდა. გამოსასყიდს მოითხოვეს 2000 რუსული რუბლი, – გვიყვება ილია ბერიაშვილი, სოფელ დიცსის მკვიდრი, და ამატებს, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, – დანარჩენი კი, პოლიტიკოსები კამერის წინ თუ პიარს გაიკეთებენ, ეგააა. ერთი წყალი ვთხოვეთ, სად არ დავწერეთ და მაინც ჩემი ძალებით გამოვიყვანე, თუმცა სამელად არ ვარგა. სასმელი წყალს 300 მეტრის იქით, ჭაბურღილიდან ვეზიდებით,“ – ასეთ მდგომარეობაშია 500 ოჯახიანი სოფლის ნახევარი მოსახლეობა. ისინი იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება შეძლებს მოლაპარაკებას, რომ ჭაბურღილს დააბრუნებინებენ, იმ ჭაბურღს, სადაც ახლა რუსების საგუშაგოა აღმართული.

zardiaanTkari 016სოფელ ზარდიაანთკარში კი, სადაც 30 ოჯახი ცხოვრობდა, მხოლოდ 14 ოჯახია დარჩენილი. გორის რაიონში ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ხალხი, რადგან სარწყავი წყალიც არ აქვთ, რომ მოსახლეობამ თავის გამოსაკვებად მაინც დაამუშაოს მიწა. გიორგი გაბლიშვილი სხვა პრობლემებთან ერთად, იმაზეც გვესაუვრება, რომ ომშ დამწვარ, მისი შვილის სახლი, დღემდე გადაუხურავია. „მთავრობა კი შემპირდა კომპენსაციას, მაგრამ… სოფელში სახლები დაცლილია, რადგან მოსახლეობას სარწყავი წყალიც კი არ აქვს. თუ არ მორწყე მოსავალი როგორ მოვა… არც შემოსავალი გვაქვს, სოფელში მე მაქვს პენსია, დანარჩენებს სოციალური დახმარება, ამით როგორ უნდა ვიცხოვროთ,“  – ამბობს გიორგი გაბლიშვილი და თავის დამწვარ სახლისკენ მიგვიძღვება, სადაც ის და თავისი მეუღლე დამწვარი სახლის, გადარჩენილ 8 კვადრატულ ოთახში ცხოვრობენ.
„2008 წლიდან 2012 წლამდე, საბავშო ბაღებში ვცხოვრობდით. სახლებში რომ დავბრუნდით ელემენტარული მოხმარების საგნები არ გვქონდა, გაძარცვული იყო, ჩემი სახლი ნახევრად დამწვარია. მოსახლეობას კაპიკი შემოსავალი არ გვაქვს. ერთადერთი შემოსავლის წყარო სოცუიალური დახმარებაა. უწყლობა გვტანჯავს, ცოცხლი რომ დავასველოთ იმის საშუალებაც არ გვაქვს და ნაკვეთს როგორ დავამუშავებთ,“ – გვეუბნება ციცინო ელიკაშვილი, რომელსაც ომში ორი ძმა გარდაეცვალა. ეხლა კი ორი შვილის დედა, იმაზეც წუხს, რომ გარდა იმისა, რომ შვილების გამოსაკვებს ძლივს შოულობს, ბავშვები სკოლამდე კილომეტრნახევარს გადიან, – „სოფლიდან ბერეთის საშუალო სკოლაში სამი ბავში დადის, წვიმაშიც, ქარშიც… – ოს მოსახლეობაზე ხაზგასმით გვეუბნება, რომ „ჩვენ ერთმანეთთან ისეთი სიყვარული გვქონდა, არაფერი ერთმანეთთან საწინააღმდეგო არ გვაქვს, ეს გამყოფი ხაზია პრობლემა. თუ ასეთი დაძაბული სიტუაცია იქნება, როგორც დღეს, იძულებული ვარ ბავშვების მომავალზე ვიფიქრო და წავიყვან აქედან. თვიდან თვემდე ძლივს გაგვაქვს თავი,“ –  გვეუბნება ზარდიაანთკარის მკვიდრი ციცინო ელიკაშვილი.

ომისგან განცდილ სტრესს ყველა ადამიანი ინდივიდუალურად უმკლავდება. ვისაც უშვუალოდ შეეხო, ომი მათ ყველაზე მატად სჭირდებათ დახმარება და არა მხოლოდ სოციალური.

„ალბათ საჭირო იყო ამ ადამიანებს მეტი დახმარება ჰქონოდათ სტრესის დაძლევაში. კარგი იქნებოდა, სახელწოფის რაღაც ვალდებულებები აეღო, რომ ეზრუნა მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და სტრესის დაძლევაზე,“ – ამბობს ლალი წულეისკირი სოციალური რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში.

საზღვრისპირა სოფლებში კი შიშშეჩვეული გმირები, იმედია არ მიატოვებენ სახლ-კარს…

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s