2015 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ 2015 წლის 10 ივნისს წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გენდერული კვოტირების შესახებ. წინადადება პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან გენდერულ კვოტირებას გულისხმობდა, რაც ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა საქართველოს პარლამენტში და ქალთა გაზრდილ რაოდენობას საკრებულოებში.
Daily Archives: 16/12/2015
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
ნუ მოჭრი!!! გადავარჩინოთ ნაძვები ახალ წელს
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტყეებით მდიდარი ქვეყანაა, ტყეების საშუალო, უცვლელი სიმჭიდროვე ბევრგან კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ქვეყნის ტყის საფარი საფრთხის წინაშეა. საქართველოში, გაუთავებელი ჭრების გამო, ტყის საფარი, საგრძნობლად არის შემცირებული. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი უკანონო ჭრები და ტყის არასწორი კონტროლია. უკანონო ხის ჭრამ საქართველოც მნიშნველოვნად დააზარალა, რამაც შესაძლოა ფატალურ შედეგებამდე მიგვიაყვენოს.