სხვადასხვა გათვლებით, ყოველწლიურად, მსოფლიოში, 15 მილიონამდე ადამიანი, სხვადასხვა მიზეზით, იძულებით ტოვებს საკუთარ სახლს, მიწას, თემს… ხშირად ისინი ბუნებრივი კატასტროფების გამო, იძულებულნი არიან სულ სხვა ადგილს, კლიმატს, გარემოს შეეგუონ და ცხოვრება თავიდან დაიწყონ.
სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, თავი შეიკავონ და დაიცვან მოსახლეობა იძულებით გამოსახლებისა და განსახლებისგან მათი სახლებიდან და მიწებიდან. ეს ვალდებულება გამომდინარეობს არაერთი საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომლებიც მოითხოვენ, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლება ადეკვატურ საცხოვრისზე (საცხოვრებელ ადგილზე) და ასევე, მასთან დაკავშირებული სხვა უფლებები (სიცოცხლის უფლება, წამებისგან თავისუფლების უფლება, პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლება, წყალზე ხელმისაწვდომობის უფლება, საკვების უფლება და ა.შ.) Read the rest of this entry »