RSS

Daily Archives: 11/12/2015

გორა ძირის მთაზე მთის დღე აღნიშნეს

Ziraმთის დღეს, გაერო 1992 წლიდან აღნიშნავს, საჩხერის მუნიციპალიტეტში ეს დღე, მთა გორა ძირის მთის დალაშქვრით აღნიშნეს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. კორბოულის მეორე საჯარო სკოლაში ადგილობრივ თვითმართველობასთან, გამგეობის წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან და მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც დასრულდა ინტერატქიული გამოკითხვით, რომელია ყველაზე საინტერესო ბუნების ძეგლი, ინტერაქტივის კითხვარში საჩხერის მუნიციპალიტეტის 16 ძეგლი იყო დასახელებული, პირველი ადგილი აიღო დევის ტბამ, მეორე ადგილზე გავიდა გორა ძირის მთა, მოგვიანებით, სწორედ ამ მთაზე აღიმართა  სიმბოლურად საჩხერის დროშა.

Read the rest of this entry »

 

ქობულეთში მცხოვრები ბოშები

bosha 014ოლიკო ცისკარიშვილი

ქობულეთში,  ვაგზლის მარჯვენა მხარეს პატარა დასახლებაა, სადაც ორმოცდაათამდე ბოშათა ოჯახი ცხოვრობს, ამ ადგილს ბოშათა დასახლებას ეძახიან. რამდენიმე ოჯახში შეგვიპატიჟეს…

75 წლის ბოშა ქალი, რომელიც ავადაა, თუმცა მაინც ბოშურ ტრადიციისამებრ მოწესრიგებული და  მოვლილია, გვიყვება, რომ შვიდი შვილი ყავს, მისი შვილებიც მრავალშვილიანები არიან, თავს, როგორც ყველა ბოშა ვაჭრობით ირჩენენ. ხანდახან მკითხაობითაც. „მკითხაობის ხელოვნებას ბევრი ცოდნა და პრაქტიკა უნდა, ამას ჩვენი წინაპრები გვასწავლიდნენ, ასე გადმოდის შთამომავლობით, შვილიდან შვილზე, ზოგი ხდება, ზოგიც არა…“ – გვიყვება ვალია. Read the rest of this entry »

 

დღეს, მთის დღეა

ushbaდღეს, მთის საერთაშორისო დღეა. ყველას მინდა მივულოცო ეს დღე… ვისაც ჩემთან ერთად უვლია… ვინც აწი ივლის… ვინც უჩემოდ და ჩემამდე დადიოდა… ვისაც სურვილი ჰქონდა და ვერ ახერხებდა… გილოცავთ მთის დღეს…