RSS

ნუ მოჭრი!!! გადავარჩინოთ ნაძვები ახალ წელს

16 Dec

nu moWri xes 5მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტყეებით მდიდარი ქვეყანაა, ტყეების საშუალო, უცვლელი სიმჭიდროვე ბევრგან კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ქვეყნის ტყის საფარი საფრთხის წინაშეა. საქართველოში, გაუთავებელი ჭრების გამო, ტყის საფარი, საგრძნობლად არის შემცირებული. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი უკანონო ჭრები და ტყის არასწორი კონტროლია. უკანონო ხის ჭრამ საქართველოც მნიშნველოვნად დააზარალა, რამაც შესაძლოა ფატალურ შედეგებამდე მიგვიაყვენოს.


საქართველოს ტყეების დეგრადაციას მრავალი ფაქტორი იწვევს: ტყის არამდგრადი ჭრა, არალეგალური ტყითსარგებლობა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ტყით მართვისა და მონიტორინგის სისტემის არაეფექტურობა, მოუქნელი ბიუროკრატიული ინსტიტუტები, არასაკმარისი დაფინანსება, სატყეო სექტორში ცნობიერების დაბალი დონე – ეკოლოგიური კატასტროფისკენ მიმავალი გზაა. საქართველოში ტყის ფონდის მიწებს სამი მილიონი ჰექტარი უკავია, ხოლო დაახლოებით 2,8 მილიონი ჰექტარი, ანუ მთლიანი ტერიტორიის 40 % ტყით არის დაფარული. აგრარულ რეგიონებში არსებული ენერგიის ალტერნატიული წყაროების ნაკლებობა მოსახლეობას უბიძგებს უკენონოდ გაჩეხოს ტყე. გარდა ამისა, საძოვრების არაეფექტურად გამოყენების გამო, საქონელს ტყის ფონდის მიწებზე აძოვებენ, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად აზიანებს ტყის რესურსებს. ქვეყნის ეროვნული სტრატეგია და სატყეო პროგრამა ვერ უზრუნველყოფს ამ სიტუაციის გაკონტროლებას, სამართლებრივ ჩარჩოებს კი კანონმდებლობაში არსებულ ხერვეზები ასუსტებს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ტყის განადგურებას მიკრო-კლიმატის გაუარესება მოყვება. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთის ხის მოჭრას 30 წუთი სჭირდება, ხოლო ერთი ხის გაზრდას კი მინიმუმ 15 წელიწადი. წინა საახალწლო პერიოდში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ნაძვის და წიწოვანი ხის ჭრაზე. ნაძვის არ მოჭრის პროპაგანდა რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს. „არ მოჭრა!“ არ მოჭრან ნაძვი. შემოგვიერთდით ამჯერადაც, ვირტუალუარ აქციაში – ერთად გადავარჩინოთ ნაძვები ახალ წელს 🙂

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s