RSS

„ნარჩენებისგან შექმნილი ნაძვის ხეების“ ფინალური ეტაპი

26 Dec

12421670_10153845939109310_966725116_n25 დეკემბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით გამოცხადებული და თსუ-ეკო კლუბის მიერ ორგანიზებული სკოლის მოსწავლეების კონკურსის- „ნარჩენებისგან შექმნილი ნაძვის ხეების“ ფინალური ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერებასა და მეორადი გამოყენების ნივთების პოპულარიზაციას საზოგადოებაში. კონკურსში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 131 სკოლამ  მიიღო და ფინალური ეტაპისთვის 35 ნამუშევარი შეირჩა.

ნამუშევრებს აფასებდა ჟიური შემდეგი შემადგენლობით: თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი-დოქტორი მარინა ლომოური, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი ანა ტარყაშვილი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი – გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი.

საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ:

  1. ზაზა მაჩაიძე – ილიაჭავჭავაძის სახელობის ქ.საჩხერის N 2 საჯარო სკოლა/1-ლი კლასი;
  2. თამარ ბარნოვი – კასპის მუნიც.ახალციხის საჯარო სკოლა/მე-7 კლასი;
  3. თამარ ბეკურაშვილი – დუშეთის მუნიც. სოფელ ჭოპორტის საჯაროს კოლა/მე-10 კლასი;
  4. ირაკლი სოხაძე – თბილისის N79 საჯარო სკოლა/მე-6 კლასი;
  5. ლანა გიორგაძე – პწმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონი/მე-8 კლასი;
  6. ნია კოპალეიშვილი – სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს“/მე-9 კლასი;
  7. ნუცა სირაძე – თბილისის N 60 საჯაროს კოლა/მე-3 კლასი;
  8. სოფიკო გულორდავა – თბილისის N 202 ჯარო უსინათლო ბავშვთა სკოლა/მე-11 კლასი;
  9. ხატია ქემერტელიძე – საჩხერის მუნიც. სოფელ მერჯევის საჯარო სკოლა/მე-3 კლასი.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტისა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  დიპლომებითა და სამახსოვრო პრიზებით, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. თსუ-ეკო კლუბი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების როლს ბუნებრივი რესურსების დაცვასა თუ ქვეყნაში მდგრადი განვითარების ხელშემწყობი წინაპირობების შექმნაში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s