RSS

გორა ძირის მთაზე მთის დღე აღნიშნეს

11 დეკ

Ziraმთის დღეს, გაერო 1992 წლიდან აღნიშნავს, საჩხერის მუნიციპალიტეტში ეს დღე, მთა გორა ძირის მთის დალაშქვრით აღნიშნეს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. კორბოულის მეორე საჯარო სკოლაში ადგილობრივ თვითმართველობასთან, გამგეობის წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან და მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც დასრულდა ინტერატქიული გამოკითხვით, რომელია ყველაზე საინტერესო ბუნების ძეგლი, ინტერაქტივის კითხვარში საჩხერის მუნიციპალიტეტის 16 ძეგლი იყო დასახელებული, პირველი ადგილი აიღო დევის ტბამ, მეორე ადგილზე გავიდა გორა ძირის მთა, მოგვიანებით, სწორედ ამ მთაზე აღიმართა  სიმბოლურად საჩხერის დროშა.

გორა ძირის მთა ვულკანური წარმოშობის მთაა, რომლის სიმაღლე 1108 მეტრია ზღვის დონიდან. 150 მეტრის შეფარდებითი სიმაღლეა მიმდებარე საავტომობილო გზიდან, რაც თავისთავად იმას გულიხმობს, რომ აქ შეიძლება ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ სამთო-სათხილამურო კურორტი განვითარდეს. მოსახლეობის თქმით, მიესალმებიან ასეთ ინიციატივას, თუკი ვინმე დაინტერესდება. მოსწავლეები ამბობენ, რომ ზამთარში ხშირად სრიალებენ მთის წვერიდან და თოვლი სამი-ოთხი თვის განმავლობაშია.

„გორა ძირის მთა შესაძლებელია გამოვიყენიოთ ტურისტული მიზნებისთვის. ამ მთასაც აქვს პერსპექტივა, რომ სამთო-სათხილამური კურორტად იქცეს. სხვათაშორის, ამ მთის ძირში, არქეოლოგიური კვლევების შედეგად დაფიქსირდა ნასოფლარი – ძირი. სწორედ ამის შემდეგ ეწოდა მთას გორა ძირი. მთიდან ძალიან საინტერესო პანორამა იშლება. დღეს იყო, სიმბოლური აქცია, იმერეთის შემაღლებულ ადგილას მთის დღე ავღნიშნეთ,“ – ამბობს თსუ-ს ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი.

აქციის მონაწილეთა თქმით, მთის დღის აღნიშვნა იმერეთის ყველაზე მაღალ წერტილზე სურდათ, თუმცა, იმერეთის ყველაზე დიდი მწვერვალი ლებეურის მთა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2862 მეტრია, 2008 წლის აგვისტო ომის შემდეგ, რუსეთის გავლენის ქვეშაა მოქცეული (სოფ. პერევიდან ათ კმ-ში). იქ ასვლა, ამჟამად, შეუძლებელია.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s