RSS

პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს

22 ივლ

biodegradirebadi parkebiგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ  ნარჩენების მართვის  ახალი მიდგომების  დანერგვის პარალელურად   პოლიეთილენის პარკებით  გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ აქტიურ კამპანიას აგრძელებს. სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან  პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად  ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს.

სუპერმარკეტების ქსელი „ნიკორა“  პირველია სუპერმარკეტებს შორის, რომელმაც სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში, პოლიეთილენის პარკები  სრულად  ჩაანაცვლა  ბიოდეგრადირებადით.  „ნიკორას“ დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სტუმრობდა.

სამინისტროს ინიციატივას  მხარს  უჭერენ  საქართველოში  არსებული მსხვილი სავაჭრო ქსელები და წლის მანძილზე პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადით ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ.

 პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის  საქართველოსთვის.  პოლიეთილენის  პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები ჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი  3- 6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას.

სამინისიტრო  ბიოდეგრადირებადი პარკებისა  და მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების  დანერგვით  ხელს შეუწყობს ქვეყანაში  პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებას  და საბოლოოდ პოლიეთილენის მთლიანად ამოღებას.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s