RSS

13-14 ივნისს მომხდარ სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში მომზადდა

20 Jul

stiqia 010გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა  13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადეს.

ანგარიში საზოგადოებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 13-14 ივნისს მდ.ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდობზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრას, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას თან დაერთო კლდეზვავების, მეწყერების, ღვარცოფების, მდინერეებში სიღრმითი და გვერდითი ეროზიების,  წყალმოვარდნების, წყალდიდობების, დატბორვების და სეტყვის მასშტაბური განვითარება,  რასაც მოჰყვა თანმდევი უარყოფოთი შედეგები და ადამიანთა მსხვერპლი.

სპეციალისტების მიერ საველე პირობებში მოპოვებული ინფორმაციისა და საფონდო (ისტორიული) გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მასალების ანალიზის საფუძველზე შედგენილი იქნა წინასწარი ანგარიში, რომელშიც მოცემულია მდ.ვერეს ხეობაში ადრეულ წლებში განვითრებული კატასტრობების სტატისტიკური მონაცემები, სტიქიის გამომწვევი ბუნებრივი მიზეზები, ცალკეული უკიდურესად გართულებული უბნების გეოდინამიკური პირობები  და შემუშავებულია რეკომენდაციები სამომავლოდ დამცავი ღონისძიების გასატარებლად, როგორც ახლო, ასევე საშუალო ვადიან პერსპექტივაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის დარგის სპეციალისტებმა მდ.ვერეს ხეობაში კატასტოფის განვითარების პირველივე წუთებში დაიწყეს სიტუაციის ადგილზე ოპერატიულად შეფასება, სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა, გადუდებელი დამცავი ღონისძიებების გასატარების მიზნით სპეციალისტები რეკომენდაციებს ადგილზე გაცემდნენ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s