RSS

კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზე თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას საკვებით მოამარაგებენ

06 Jan

gudauri 022შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილებით, კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზე თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას საკვებით მოამარაგებენ. საკვებით მომარაგება საჭიროების მიხედვით, ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება.

სასმელი წყლით, საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტებით დატვირთული ავტომანქანები თბილისიდან ფასანაურისკენ გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფასანაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის გზის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, – ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები – გეოლოგები და ჰიდროლოგები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. სპეციალისტები გუდაურში ზვავსაშიშ მონაკვეთზე შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. ამ დროისთვის გუდაურში თოვლის საფარმა 2 მეტრზე მეტია, მლეთაში კი თოვლის საფარი 1.7 მეტრია. ზვავსაშიშორებაა მოსალოდნელი ფასანაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.
გარემოს დაცვის სააგენტოს სინოპტიკოსების ინფორმაციით, ნალექი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. ამასთან, 7 იანვარიდან დასავლეთ საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები. დღის მეორე ნახევარიდან დასავლეთ საქართველოში წვიმა თოვლში გადავა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება. ძლიერი თოვლი მოსალოდნელია მთასა და მაღალმთაში. მოთოვს თბილისშიც. 7-8 იანვარს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მაღალმთაში კი ქარბუქი. კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე კვლავ ზვავსაშიშროება იქნება.
8 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იქნება თოვა. მათ შორის თბილისშიც. 8 იანვრიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ღამით ყინვები დაფიქსირდება.
გარემოს დაცვის სააგენტოს სინოპტიკოსების ინფორმაციით, 9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან თოვა შეწყდება თუმცა ტემპერატურა დაეცემა. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით -6;-1 გრადუსი დაფიქსირდება; მთაში -12;-7 გრადუსი; მაღალმთაში -20;-15 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -10;-5 გრადუსი; შიდა ქართლში (გორსა და ხაშურში) ღამით -14 გრადუსამდე; მთაში ღამით – 15;-10; მაღალმთაში ღამით -23;-18 გრადუსი.
თბილისში 9 იანვარს ღამით -5 გრადუსი იქნება; 10 იანვარს ღამით კი -6.
რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები – გეოლოგები და ჰიდროლოგები საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ და სტიქიის ზონაში რჩებიან.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s