ქალაქ ქუთაისში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მოწვევით თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა პრეზენტაცია გამართა “თსუ-95 და იმერეთის მღვიმეები”. სადაც გამოიფინა 2013 წელს აღმოჩენილი კარსტული მღვიმე ,,თსუ-95“ და ახლად შესწავლილი კარსტული მასივის ,,ბზვანის“ ტერიტორიაზე მღვიმე ,,ნავარსკვლავევის“ ფოტოები, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ვიდეო მასალა და პრეზენტაციაც.
პრეზენტაციის შემდეგ, აქტიური დიალოგი გაიმართა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტის გამგებლებთან და საკრებულოს თავჯდომარეებთან, დაიგეგმა გეომორფოლოგიური ექსპედიციები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათში და ჭიათურის სოფელ მღვიმევში. იმერეთის მღვიმეების პრეზენტაციას ესწრებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულა-გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, აგრეთვე სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერივნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე.