ხანჩალის ტბა, (აკაკი მაისურაძის თქმით, ხანჩალი გვიანდელი სომხური დამახინჯებაა… ძველად იყო ,,ხვანჭალა”, ძველ ქართულად – ,,ხვანჭალის ტბა” და არა არმენიზებული ხანჩალა) რომელიც მდებარეობს, ჯავახეთში, ნინოწმინდიდან ხუთ კილომეტრში, ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. ტბის აუზის ფართობი 182 კმ/მეტრია. გეოგრაფი გიორგი დვალაშვილის თქმით, ტბა, რომლის სუღრმე არ არემატება, 0,8 მ, ძალიან მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის,თუკი აქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მაგალითად, გაკეთდება ტბამდე მისასვლელი საცალფეხო ხიდები, ანდა ვიზიტორებისთვის შეიქმნება სანაოსნო ტურები.
Monthly Archives: სექტემბერი 2014
დამბალხაჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა
უძველეს ფშავურ საკვებ პროდუქტს – დამბალხაჭოს – არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დამბალხაჭო (დამბალი ხაჭო) – ტრადიციული ფშაური საკვებია. მზადდება კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოს ხაჭოსაგან. მარილში გადაზელილ ხაჭოს კვერებს რამოდენიმე დღე უმზეოდ აშრობენ წნელისაგან მოწნულ სპეციალურ სათავსში – ძობანში, რომელიც ხშირად შუაცეცხლის თავზე, ამავალი ბოლის ზევით ჰკიდია. გამშრალ ხაჭოს კვერებს დასალბობად ალაგებენ თიხის ქოთანში. ჰერმეტულობის და მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ქოთანი შეიძლება მიწაში იყოს დაფლული. ასე ლბება ხაჭოს კვერები დაახლოებით 1,5-2 თვის განმავლობაში.
SOS – ფოთის მუზეუმს სასწრაფოდ სჭირდება რეაბილიტაცია
დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დამეწერა ამ თემაზე, საიდან დამეწყო… იქიდან, რომ ამ შენობას ვერ გაარკვევ რა ფუნქცია აქვს, იქ მდებარე არქეფაქტებივით უძველესად რომ გამოიყურება და ფეხაკრეფით სიარულისაც კი კედლები ისე ზანზარებს, რომ გგონია, რომ ვიტრინებიდან თავზე დაგემხობა ყველაფერი. თუ დამეწერა, რომ ძალიან მაგარი წარსულის ერი ვართ და ამაყად მეთქვა, რომ ამ შენობაში, სწორედ აქ, ინახება არქტეფაქტები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ითვლის ასაკს… და რომ მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ამგვარი ნივთების მათ ქვეყანაში გამოფენას… რომ ტურისტებისთვის, სამეცნიერო თანამეგობრობისთვის, სტუდენტებისთვის, მოწაფეებისთვის საოცნებო ნივთები ინახება…
არ ვიცი სიამაყემ შემაწუხოს, თუ სირცხვილმა, თუ დარდმა… ვერც ერთ გრძნობას ვერ მოვერიე. ამიტომ უბრალოდ აღვწერ:
ნიკო ნიკოლაძის კოშკი
ქალაქ ფოთში, ფოთის საკათედრო ტაძრის შესასვლელთან, კოშკი დგას. ეს კოშკი ნიკო, ნიკოლაძის კოშკის სახელითაა ცნობილი.
ნიკო ნიკოლაძის, ხუთსართულიანი, კოშკი – ქალაქ ფოთისათვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლია, როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული ღირსებების გამო. კოშკის რეკონსტრუქცია-შენარჩუნება ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული. თავისი მოღვაწეობის წლებში, ქალაქ ფოთის თავი, ამ კოშკში ცხოვრობდა.
ფოთის იპოდრომი – ვიზიტორებისთვის და იპოთერაპიისთვის
ფოთის იპოდრომში ფოთის მერიის მოწყობილი მედიატურის წყალობით მოვხვდი. ბედმა გამიღიმა და ყველაზე მამაც ცხენზეც კი ვისეირნე, მართალია სხვების დახმარებით, მაგრამ მაინც…
აი, ჯირითით კი სხვებმა იჯერეს გული.
იპოდრომი, ეს კიდევ ერთი ობიექტი ფოთში, რომლითაც ტურისტების დაინტერესება შეიძლება, მისი კეთილმოწყობის შემდეგ. არადა, თავის დროზე, ტურისტებისთვის კოტეჯებიც კი აშენდა, რომელიც ახლა უიმედოდ და უფუნქციოდ გამოიყურება.
ზღვის ყველაზე ლამაზი სპორტის სახეობა
შავ ზღვაში გასულებს უამრავი იალქნიანი ნავი გვხვდება, რომლებსაც პატარა გოგო-ბიჭები მართავენ… მოგვიანებით ვგებულობთ, რომ ზოგი ადგილობრივია, ზოგიც თბილისიდანაა ჩამოსული შეჯიბრებაზე.
ადგილობრივ კლუბს, კი რომელიც ერთადერთია შავიზღვისპირეთში, მხოლოდ ოთხი ასეთი ნავი აქვს. კლუბში გაწევრიანების მსურველები კი ძალიან ბევრია. ამჟამად კლუბში ირიცხება 30 ბავშვი, რომლებიც დიდი სიამოვნებით შედიან ზღვაში და ეუფლებიან საზღვაო ხელოვნებას.
ფოთის შუქურა – შავი ზღვის აუზში ყველაზე მაღალი საზღვაოსნო ნაგებობა
152 საფეხური, დახვეულ კიბებზე, ერთი სულის მოთქმით ავირბინე… არც სიმაღლის შიში გამხსენებია და არც მაღალ კიბეებზე სიარულის ფობიას შევუწუხებივარ… აი, იქიდან კი, 30 მეტრის სიმაღლიდან, ფოთის ულამაზესი ხედები გადაიშალა შავი ზღვის ტალღებთან ერთად.
126 ტონა ფოთის შუქურიდან, მარჯვნივ გემებით დახუნძლული პორტი ჩანს, მარცხნივ კი ყოფილი იპოდრომი, რომელიც სამწუხაროდ, შავი ზღვას ვერ გაუმკლავდა და შთანთქა… (გლობალური კლიმატური ცვლილებები და გამალებული ჰესების მშენებლობა, ყველაზე მეტად შავ ზღვასა და მის სანაპირო ზოლზე აისახება). აქ ახლა შავი ზღვის ტალღები ნავარდობს. უფრო შორს, ჰორიზონტზე, გემების აჩრდილები დადიან. იქ ასულებს ჩამოსვლა აღარ გვინდოდა, შავი ზღვის დიდებულებით მონუსხულებს.
ფოთს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს
ფოთის ტურისტულ პოტენციალზე წარმოდგენაც კი არ მქონდა. აქამდე ვფიქრობდი, რომ ფოთში ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორს მხოლოდ პალიასტომის ნახვა და ფოთის სავიზიტო ბარათის – ფოთის საკათედრო ტაძარი იყო, რომლის აღადგინა-რესტავრაცია რამოდენიმე თვის წინ დასრულდა.
საქართველოში, ფოთის საკათედრო ტაძარს, ანალოგი არ გაჩნია. არქიტექტურა ბიზანტიური სტილისაა. ფოთში ჩამოსული ტურისტებისთვის, ტაძარი, ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა, მნახველს იზიდავს, თავისი ორიგინალური კონსტრუქციითა და ისტორიით. Read the rest of this entry »
განხორციელდება ოთხი კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია
მაშველებმა მესტიიდან ტურისტები ჩამოიყვანეს
ეს უკვე მერამდენედ, ტურისტები მაშველებმა ჩამოიყვანეს-გადაარჩინეს, ეს კი იმის ბრალია, რომ ჩვენ უმშვენიერეს სამშობლოში, სადაც უდიდესი ტურისტული პოტენციალია, არ კეთდება ტურისტული მარშრუტები. შესაბამისად, უცხოელი ვიზიტორები ვარაუდიდთ დადიან. ნუთუ სახელმწიფოს უფრო ძვირი არ უჯდება დაკარგული ტურისტების პოვნა-მოძიება, ვიდრე გამართული ტურისტული ქსელის ჩამოყალიბება დაუჯდებოდა.
დღესაც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე მულხურას ხეობიდან გზააბნეული ტურისტები გამოიყვანეს.