RSS

დამბალხაჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

08 Sep

დამბალხაჭოუძველეს ფშავურ საკვებ პროდუქტს – დამბალხაჭოს – არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დამბალხაჭო (დამბალი ხაჭო) – ტრადიციული ფშაური საკვებია. მზადდება კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოს ხაჭოსაგან. მარილში გადაზელილ ხაჭოს კვერებს რამოდენიმე დღე უმზეოდ აშრობენ წნელისაგან მოწნულ სპეციალურ სათავსში – ძობანში, რომელიც ხშირად შუაცეცხლის თავზე, ამავალი ბოლის ზევით ჰკიდია. გამშრალ ხაჭოს კვერებს დასალბობად ალაგებენ თიხის ქოთანში. ჰერმეტულობის და მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ქოთანი შეიძლება მიწაში იყოს დაფლული. ასე ლბება ხაჭოს კვერები დაახლოებით 1,5-2 თვის განმავლობაში.

ლბობის პროცესში გარედან იკიდებს “კეთილშობილ ობს” რომელიც გემრილიცაა და სასარგებლოც. ობიანი კანის შიგნით ხაჭოს კვერები ლბება და სასიამოვნო ოქროს ფერს იღებს.
დღეისათვის ფშავსა და ფშავლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კვალავაც შემორჩენილია დამბალხაჭოს არა მხოლოდ კეთების (ოჯახში მოსახმარად), არამედ სარეალიზაციოდ წარმოების ტრადიცია. სარეალიზაციოდ არაგვისა და ივრის ხეობის სოფლებში დაახლოებით 20-25 ოჯახი ინტენსიურად პრაქტიცირებს დამბალხაჭოს უძველესი ტექნოლოგიით დამზადებას.
ომში, სხვა შესაბამის საგზალთან ერთად, ფშაველ მეომრებს საკვებად, გამძლეობისა და სიმსუყის გამო, სწორედ დამბალხაჭო მიჰქონდათ.

08.09.2014
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s