RSS

ფოთს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს

05 Sep

foti 0001ოლიკო ცისკარიშვილი

ფოთის ტურისტულ პოტენციალზე წარმოდგენაც კი არ მქონდა. აქამდე ვფიქრობდი, რომ ფოთში ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორს მხოლოდ პალიასტომის ნახვა და ფოთის სავიზიტო ბარათის – ფოთის საკათედრო ტაძარი იყო, რომლის აღადგინა-რესტავრაცია რამოდენიმე თვის წინ დასრულდა.

საქართველოში, ფოთის საკათედრო ტაძარს, ანალოგი არ გაჩნია. არქიტექტურა ბიზანტიური სტილისაა. ფოთში ჩამოსული ტურისტებისთვის, ტაძარი, ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა, მნახველს იზიდავს, თავისი ორიგინალური კონსტრუქციითა და ისტორიით.

რუსეთის იმპერატორმა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს 1895 წლის 17 ივნისს ნება დართო, შექმნილიყო ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელობა ნიკო ნიკოლაძეს დაევალა. სათანადო პროექტიც შექმნილა. თუმცა, როგორც ირკვევა, რუსულმა მმართველობამ დაიწუნა. შემდეგ კი არქიტექტორბმა ზელენკომ და მარფელდიმ ახალი პროექტი შეიმუშავს, კონსტანტინეპოლში არსებული წმ. სოფიას ტაძრის მიხედვით. იგი წარმოადგენდა თითქმის მის ზუსტ ასლს. 1906 წლის 14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ტაძრის საძირკველი საზეიმო ვითარებაში აკურთხა.

pal 024
1907 წლის 22 მაისს, ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღუმართავთ. მისი მშენებლობა რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.  1932 წელს ქალაქ ფოთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ საკათედრო ტაძრის თეატრად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო. დროთა განმავლობაში, რამდენჯერმე მოხდა შენობის რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც მისი იერსახე საკმაოდ შეილახა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს ეკლესიასა და თეატრის დასს შორის დავა დიდხანს გრძელდებოდა. საბოლოოდ, კი ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, შენობა ეკლესიას გადასცეს. ადგილობრივი თუ საზღვარგარეთელი ვიზიტორებისთვისაც ტაძარი ერთ-ერთი სასურველი სანახავია. მისი ხილვის ბედნიერება მომეცა ორიოდე დღის წინ, როცა მედია-ტურის ფარგლებში მომიწია სხვადასხვა მედია-საშუალებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ვსტუმრობდი ფოთს. მედია-ტურის ორგანიზატორი იყო თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერია, რომელიც დაინტერესებულია ქალაქში ტურიზმის განვითარებით და ძალისხმევას არ იშურებს კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად.

ფოთში სტუმრობისას, უამრავი საინტერესო ადგილს ვესტუმრეთ, რომელიც მართლაც ღირებული და ყურადღებამისაქცევია. არის უამრავი მოსაგვარებელი პრობლემაც: გასაკეთებლია გზები, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, მოსაზიდია ინვესტორები, ასაშენებელია სასტუმროები და გასართობი ცენტრები, მოსავლელი და მისახედია ფოთში არსებული მუზეუმი, სადაც უნიკალური არტეფაქტები ინახება. მისახედია უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის კოშკი, იპოდრომი, იახტკლუბი … და ა.შ და ა.შ. მთავარია ძლიერთა ამა ქვეყნისამ გაითავისონ, რომ ტურიზმში ჩადებული კაპიტალი, არა მარტო ქვეყნის პოლუპარიზაციას წაადგება, ქვეყნის ეკონომიკისთვისაც სარფიანი იქნება.

თუმცა ეს უკვე სხვა მასალების თემაა, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ… ეხლა კი რეპორტაჟი ისევ, უნიკალური პალიასტომიდან…🙂

pal 001 pal 009 pal 014 pal 015 pal 018 pal 026

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s