RSS

ჟურნალისტების აქცია გორში

23 Sep

დიაგორის თეატრის სკვერში დაიწყო და ტელეკომპანია „დიას“ ოფისთან გაგრძელდა საპროტესტო აქცია, რომელიც ამ ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომლებმა მოაწყეს. აქციას გორში მოქმედი სხვა მედიასაშუალებების და საზოგადოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. „დიას“ ყოფილ თანამშრომლებს ხელში ეკავათ შრომითი ხელშეკრულებიდან ამობეჭდილი ის მუხლები, რომელიც, მათი აზრით,  უფლებების შემლახავია. მაგალითად,  ზოგიერთი  მუხლის თამახმად, „კონტრაქტორი ვალდებულია პროფესიონალური მოთხოვნების ფარგლებში შეასრულოს  დამქირავებლის ყველა ბრძანება“. „ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ინფორმაცია როგორც საკუთარ თავზე, ასევე ოჯახის წევრებზე, მათ შორის კრედიტორების შესახებ“. „დაქირავებულს გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში ეკრძალება კონკურენტ კომპანიაში მუშაობიას დაწყება.“ -სწორედ ეს მუხლები გახდა ჟურნალისტების პროტესტის და მათი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი. საზოგადოებრივი ორგანიზაციის „გორის დარბაზის“ დამფუძნებელი თამაზ მაყაშვილი ჟურნალისტებთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდა. მისი აზრით, მონაპოვარს, რომელსაც თავისუფალი მედია ჰქვია, დაცვა სჭირდება.

გორის მცხოვრებლისთვის თამარ ედიშერაშვილისთვის მისაბაძია ის სოლიდარობის აქცია რომელიც „დიას“ ყოფილი თანამშრომლების მიმართ  მათმა კოლეგებმა გამოიჩინეს. ედიშერაშვილის აზრით, პროფესიული ღირსება ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს.

მედიის და საზოგადოების წარმომადგენლებმა გორის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს და ტელეკომპანიის ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც მათ მიერ
ხელშეკრულებიდან ამობეჭდილი მუხლები დააწყვეს და იმ ადამიანებს, ვინც ამ ტელეკოპანიაში დასაქმებას მოინდომებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს. საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნინო ჩიბჩიური მიიჩნევს, რომ მედიაში მიმდინარე პროცესებით საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც უნდა დაინტერესდნენ.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობიდან ყოფილ თანამშრომლებთან შესახვედრად არავინ გამოსულა. არხის დირექტორმა მაია ტატულაშვილმა ჟურნალისტების ბრალდებებზე კომენტარი გუშინ გააკეთა. მისი თქმით, ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით თანამშრომლებთან მოლაპარაკების პროცესი ჯერ დასრულებული არ იყო. გარდა ამისა, ტატულაშვილი ამბობს, რომ მას არხის განვითარებისთვის ჟურნალისტების გადამზადება ჰქონდა დაგეგმილი და მათგან ითხოვდა გარანტიას, რომ კონკურენტ მედიასაშუალებებში სამუშაოდ არ წავიდოდნენ.

გორში ჟურნალისტების აქცია საათზე მეტხანს გაგრძელდა. „დიას“ ყოფილი თანამშრომლები ახლა  ტელეკომპანიის კომერციული დირექტორისგან საჯარო ბოდიშის მოხდას და კუთვნილი ანაზღაურების მიღებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ უფლებებს სასამართლოში დაიცავენ.

http://www.media.ge

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s