RSS

“ბულაჩაურის დაჩების” გასაჭირი – მოვარდნილი ქვა-ღორღით დაფარული სახლები

28 Sep

qva 001ოლიკო ცისკარიშვილი

“გარეთ ვისხედით, შებინდებული იყო და უცებ საშინელი ხმა გავიგეთ, გვიახლოვდებოდა, გაქცევასაც ვერ მოვასწრებდით. გაოგნებულები ვუყურებდით როგორ მოდიოდა ქვა-ღორღი. ამ ქვა-ღორღს როგორი ხმა ექნებოდა ხომ წარმოგიდგენიათ?” – გვიყვება 69 წლის მ. ძაბისაშვილი.

qva 002დუშეთის რაიონში “ბულაჩაურის დაჩებზე”, რამდენიმე თვის წინ, ღვარცოფი მოვარდა. ადგილობრივების თქმით, იმ ღამესვე “დუშეთის მთელი უფროსობა” იქ იყო. ერთ ოჯახს მთლიანად დაუნგრია სახლი. შენობის ნახევარზე მეტი ქვითაა დაფარული. მეზობლებმა მარტო საბნების გადარჩენა მოახერხეს. “კიდევ კარგი, იმ ღამეს თბილისში იყვნენ, თორემ არც ერთი არ გადარჩებოდა ცოცხალი,” – ამბობენ მეზობლები და ქვა-ღორღით სავსე სახლისკენ მიგვიძღვებიან.

“სამი ოჯახი ვართ ამ დღეში. საბოსლემ გააჩერა ქვა-ღორღი, თორემ სულ წაიღებდა სახლს, მარტო მანქანები რომდადიან ისეთი მტვერი და მხაურია ვერ წარმოიდგენთ… ეს ქვა-ღორღი მაიცნ გაიტანონ, თუ არ გვეხმარებიან,” – ჩივის ქვა-ღორღზე გადმომდგარი მოხუცი ქალბატონი…

qva 003 qva 004 qva 005 qva 006 qva 007 qva 008

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s