RSS

სოფელს დახმარება სჭირდება – გესმით?

23 Sep

pamidori 012ოლიკო ცისკარიშვილი

ორიოდე დღის წინ, არასამთავრობო “სიდას” ორგანიზებით დუშეთის რაიონში მედიატური მოეწყო, რომელიც “ახალი ეკონომიკური შესახლებლობების ინიციატივა” (NEO) ფარგლებში მოეწყო. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის მხარდაჭერილი. ამ პროექტის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, მცირე ოჯახური მეურნეობებისა და სოფლად ეკონომიკის განვითარება, უკიდურესად დაუცველი ოჯახების დახმარების უზრუნველყოფა.

“სიდა” აღნიშნულ პროექტს აღმოსავლეთ საქართველოს ორი რეგიონის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის 44 თემში ახორციელებს.

ჟურნალისტებს შესაძლებლობა მოგვეცა ადგილზე გვენახა პროექტის შედეგად მიღწეული შედეგები. გავესაუბრეთ მოსახლეობას, რომლებიც პროექტის ფარგლებში დაფინანსდნენ.

pamidori 007დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში, სადაც 400 ოჯახია, არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” დახმარება 38 წლის ოთხი შვილის მამამ გია გურაშვილმა მიიღო. მან მიუხედავად წლევანდელი გვალვებისა, კარგი მოსავალი მიიღო, რადგან “სიდამ” ის უზრუნველყო სარწყავი წვეთოვანი მილებითა და პამიდვრისთვის რიგების მასალით, ასევე გადასცა სათბური, სადაც პამიდვრის ჩითილები გამოჰავს.

“წელს 30 000 ძირი პამიდორი დავრგე და ვფიქრობ ერთ ძირზე 5-დან 7 კილომდე პამიდორს მოისხავს. “სიდას” დახმარებით, უგემრიელესი ფრანფული ჯიშის და ჭოპორტულა ჯიშის პამიდორი მოვიყვანეთ, წვეთოვანი სარწყავი მილით, წყალი ყველა ძირს სათითაოდ ესხმება წვეთწვეთად, დაავადებასაც ნაკლებად აჩენს. წლევანდელი წელი გვალვიანი იყო, ბულაჩაურში არავის არ აქვს პამიდორი, ჩვენ კი, ამ სისტემის საშუალებით შევძელით მოსავლის აღება,” – გვიყვება სიდას წყალობით გამხდარი მეწარმე. – ბულაჩაურიდან თბილისამდე 40 კილომეტრია, ბულაჩაურს 107 გექტარი მიწა აქვს და 5-10 პორცენტი არ მუშავდება, ხალხს არც ცოდნა აქვს და არც საშუალება რომ მსგავსი საქმიანობა წამოიწყოს. ეს დახმარება ადამიანს რომ ჰაერს მიაწვდი, ისე იყო ჩვენთვის.  ჩვენ რომ დავიწყეთ მიწის დამუშავება, სხვებსაც გაუჩნდათ სურვული, რომ საქმე წამოიწყონ. მოდიან გვეკითხებიან. ჩვენთვისაც კარგი იქნება სხვა რომ ბიზნეს ააწყობს რეალიზატორები თავად ჩამოვლენ აქ და წაიღებენ პროდუქტს,” – დარწმუნებულია ის. თავის ახალ ბიზნესში, მან სხვებიც დაასაქმა, ნაკვეთში მუდმივად მუშაობს მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 15 ადამიანი. მასთან სამუშაოდ დმანისიდანაც კი ჩამოვიდნენ. 69 წლის მოხუცი ქალბატონისთვის, რომელიც სოციალურად დაუცველია, ეს სამუშაო მისთვის მნიშვნელოვანია. გიას აზრით, ვისაც მუშაობა არ ეზარება მუდამ იშოვის სამსახურს. ბულაჩაურელები ძირითადად მშენებლობაზე მუშაობენ, გვიყვება ის, მათ ვერ წარმოუდგენიათ რომ მიწაზე მუშაობა გაცილებით სასარგებლოდ ა მომგებიანია. ამიტომ მუშახელის მოძიება გაუჭირდა.

pamidori 005“თუ ვინმე მოისმენს და გაიგებს, მებოსტნეობა საკმაოდ მომგებიანი დარგია და ამის შესხებ სოფლებში არ იციან, უნდა ჩატარდეს მსგავსი პროექტები და სწავლებები, რომ ხალხმა გაიგოს რამდენად მომგებიანია მიწაზე მუშაობა,” – ამბობს ის და დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ბულაჩაურში ბევრად მეტი პამიდორი იქნება და ბევრად მეტი კარტოფილი ექნებათ დათესილი.

ბულაჩაურში ბევრ ნაკვეთს მხოლოდ სათიბად იყენებენ, თუმცა მიწები ძალიან ნაყოფიერია და ახალი მეწარმეთა აზრით, ცოდოა ამ მიწების ტყუილად მოცდენა. სოფელს, სხვა რაიონების მსგავსად,  სახელმწიფომ არ გამოიყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. არადა, ტექნიკა აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. “პატარა ტექნიკა გვჭირდება, თითქმის ყველაფერს ხელით ვაკეთებთ, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს. ზვიადის მისცა “სიდამ” პატარა ხელის ტრაქტორი და ჩვენ წაგვადგა მაგრამ ეს ერთია და სამუშაო ბევრია, ტექნიკა რომ იყოს, პროდუქცია უფრო ნაკლები დაგვიჯდება. თან არ არის ძალიან ძვირადრირებული. იმ ტარქტორიც კულტივაცია შეიძლება (გათოხვნა), სულ თოხის იმედზე ვართ ბულაჩაურელები გადასული. თუკი იქნება ინიციატივა სახელწმიფოსგან, ბიზნესი განვიტარდება. სოფელს  ეს სჭირდება გესმით?” – გვეუბნება გიორგი. შელახული პამიდვრებით, სახლის პირობებში აკეთებენ ტომატსაც, რომელიც საკმაოდ გემრიელი გამოდის, მათ უკვე იმის ამბიციაც გაუჩნდათ რომ მინი საწარმოა ჩამოაყალიბონ, სადაც ეტიკეტირებულ ტომატსაც აწარმოებენ და არა მხოლოდ ცოცხალ პამიდორს გაყიდიან.

უახლოეს მომავალში, აქ მიწევს იჯარით აიღებს ზესტაფონიდან  ჩამოსული ახალგაზრდაც და ბედს ცდის, დარწმუნებულია, რომ მასაც გაუმართლებს.

ამავე სოფელში “სიდა” კიდევ ერთს ადამიანს დაეხმარა, ზვიად  პატარაშვილს  6 შვილის მამას ხელის ტრაქტორი გადასცა.  “სიდა ტრაქტორით დამეხმარა, გექტარზე მაქვს პამიდორი დათესილი სარეალიზაციოდ. მაქვს კარტოფილი, ნახევარ გექტარზე ლობიო, მოსავალი მივირეთ კარგი, მოსავალი გაუმჯობესდა, შარშან გაცილებით ნაკლები მოსავალი გქვონდა.” – გვიყვება ზვიადი

ისედაც დაცლილ ბულაჩაურს, მსგავსი პროექტები ადამიანებს მისცემს დაბრუნების სურვილს, – ირწმუნებიან ისინი.  “”აქ, აქტივობა ძალიან დაბალი იყო. ამ რეგიონში გავეცით მხოლოდ 14 ტრაქტორი, მარტო დვანში კი 80 ბენეფიციარი გვყავს, იქ იციან მიწაზე მუშაობის ფასი” – გვეუბნება რევაზ ბარბაქაძე “სიდას” მობილიზატორი.

სოფელ საკრამულას მცხოვრები 36 წლის ზაქრო ჩხუტიაშვილი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ყავს, სოციალურად დაუცველია, “სიდამ” მას ნახევარი ტონა ხორბალი გადასცა. “მომიატენეს და დავტესე, დავამუშავე, შევიტანე სასუქი, ბალახის საწინააღმდეგო, მოხვნა-კულტივაცია გავუკეთე. ქართული თეთრი ფხიანი ხორბალი საქართველოში გავრცლებულია, ძვირია ასეთი სათესლე ხორბალი, ჩემი სახსრებით არ შემეძლო ყიდვა. ხორბალს რეალიზაციას ბაზარში ვუკეთებ. ავიღე უკვე მოსავალი – 6 ტონა ხორბალი. სათესლედაც შევინახე. ვეცდები მომავალ წელს უფრო მეტი დავთესო.” – გვეუბნება ზაქრო, რომელიც მარტო უძღვება საქმეს და თავისი ხორბლისგან გამომცხვარ პურის დაგემოვნებას გვთავაზობს. მართლაც რომ გემრიელი და ნოყიერი იყო.

სოფელში, სადაც 130 კომლი ცხოვრობს, მის გარდა კიდევ არიან სოციალურად დაუცველნი, სოფელს უმრავ პრობლემეასთან ერთად უწყლობაც აწუხებს, ადგილობრივები უგზოობასაც უჩივიან.

Tafli 002საკრამულში, 36 წლის ზურაბ დავითურს კი “სიდამ” ფუტკრის სკები გადასცა. მან უკვე ამოიღო 90 კილო თაფლი და კილოს 15 ლარად ყიდის. მისი თაფლი ლაბორატორიულად შეამოწმეს და უმაღლესი ხარისხიც მიანიჭეს.

“მთაში წავიყვანეთ, მე ტავად ვუვლი, ახედვა ყოველ კვირა უნდა, იქაც უვლიან, ძალიან რთული პროვესია ფუტკრის მოვლა. პატარა ბავშივით უნდა მოვლა. მეფუტკრეობა არ ვიცოდი, მაგრამ მაინტერესებდა პატარაობიდანვე, ვეხმარბეოდი მეზობლებს, ნათესავებს. “სიდამ” გადმომცა ექვსი სკა თავისი ფუტკრით, და უკვე ერთი შენაძენიც დამემატა. 8 სკა კიდევ შევიძინე, რომ სამომავლოდ მქონდეს, უნდა მივყვე ამ საქმეს. თავიდან არ მეგონა  ასე ძნელი თუ იქნებოდა ფუტკრის მოვლა,” – გვიყვება ზურაბი, რომელიც ორ ულამაზეს ვაჟკაცს ზრდის.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ქურთიდან წამოსული რამაზ მაისურაძის შვიდ სულიანი ოჯახი, უკვე კარგა ხანია ბაზალეთის ტბასთან ცხოვრობს. მანაც სხვებივით მიწები გაათავისუფლა ბუჩქებისგან და ეკალ-ბარდებისგან და მიწის დამუშავება დაიწყო. აქ სოფელ ქურთიდან და მის მეზობელი სოფლებიდან წამოსული 120 ოჯახი ცხოვრობს.”სიდა” მას პატარა სათბურით დაეხმარა, სადაც ახლა მას კიტრი აქვს დათესილი. მომავალში კი ჰოლანდიური ყვავილების გაშენებას აპირებს.

“მიწები უნდა დაერიგებინათ ასე შეგვპირდნენ, მაგრამ მერე ჩვენ თვითონ, ბუჩქები ამოვთხარეთ. თუმცა წინა ხელისუფლებამ, ბინები დაგვიკანონა. სულადობის მიხედვით დაგვირიგეს, 60 კვადრატულია ხუთ სულზე. სათბური მომგებიანია, მართალია პატარა მოცულობისაა, მაგრამ ოჯახსაც გამოადგება და რეალიზაციასაც გავუკეთებთ, სოცუალურად დაუცველები ვართ, მარტო ესაა ჩვენი შემოსავალი. ყველაფერში “სიდა” დაგვეხმარა. ამ ბიზნესს გაფართოება უნდა,  მაშინ შემეძლება ამით ვიცხოვრო. ვინც მშრომელია, მოჰყავთ მოსავალი, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. ისინი, რომ არ ყოფილიყვნენ ამას ვერ შევძლებდი, ” – გვიყვება რამაზ მაისურაძე.

ბოლო ვიზიტი დუშეთის ახალ გახსნილ კაფეში გვქონდა. ეკა ქვრივიშვილს, მანამდე კაფის მართვის გამოცდილება არ ქონია, ფართი მისი იყო, თუმცა ვერ ახერხებდა კაფის ამუშავებას, მას “სიდა” ინვენტარით დაეხმარა. მან კი კაფეში სამუშაოდ სოციალურად დაუცველი ხუთი ადამიანი დაასაქმა. “ამ ზაფხულს დავიწყეთ, “სიდას” დახმარებით. 6 000 ლარამდე ინვენტარი შევიძინე – მაგიდები, სკამები, მაცივრები, სამზარეულოში საცხობი ღუმელები…” – გვიყვება ეკა.

saTburi 002 კაფეს ხშირად სტუმრობენ ადგილობრივების გარდა, ტურისტებიც. “გვყავდნენ ბელგიელები, პოლონელები უკრაინელები, თბილისელებიც… ხალხს ძალიან მოსწონს სიმშვიდე და სიწყნარე,” – გვეუბნება იგი.

“სიდას” ბენეფიციარების უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ნაწილია, რომელთა შემოსავლის ზრდა სწორედ პროექტში მათ მონაწილეობას უკავშირდება.

რევაზ ბარბაქაძე “სიდას” მობილიზატორი გვიყვება, რომ ახალი ეკონომიკური ინიციატივა, რომელიც  2012 წლის ოქტომბრში დაიწყო, მავრდება ამ წლის ოქტომბერში. პირველი ურთულესი ეყაპი იყო, ბენეფიციარების შერჩევის ეტაპი, შემდეგ პაკეტების შეძენა და გადაცემა და ბოლოს მონიტორინგი, რომელიც სრულდება. მილიონ ლარამდე იყო ამ პროექტის ღირებულება, 450 ბენეფიციარი გვავს აღმოსავლეთ საქართველოში, სულ ვიმუშავეთ 44 თემში, ზოგან 4-5 სოფელია. საშუალოდ თითო პაკეთი  2600 ლარი დაჯდა. სულ ორმოცამდე მიმართულება იყო, გვყავს ოქრომჭედელი, რომელსაც ვუყიდეთ ხელსაწყოები რაც მას სჭირდებოდა, დავეხმარეთ სამკერვალოების გაკეთებაში, ვუყიდეთ საკერავი მანქანები, და თითო თოფი ნაჭერი.  დვანში ერთი ქალბატონი ისე კარგად მუშაობს, რომ თბილისშიც კი ჩააქვს გასაყიდად. სულ იყოი 1500 განაცხადი შემოსული. ჩვენ ვიმუშავეთ 0-დან 100 000 ქულა დაფიქსირებულ ადამიანებთან. ავარჩიეთ ისეთი ოჯახები, სადაც  შრომისუნარიანი ადამაინი იქნებოდა, რომლებიც მოუვლიდნენ იმას, რასაც ჩვენ გადავცემდით. ჩვენი მზიანი იყო ამ ხალხს 15 პროცენტით მაინც გაზრდოდათ შემოსავალი.  არ ყოფილა პროექტი, რომელიც ჩავარდა, თუმცა იყო ნაკლებად მოსავლიანი, გვალვის გამო.

kafe 001პროექტის ფარგლებში ამ ორი რეგიონიდან სასოფლო-სამეურნეო სფეროში 381, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო სფეროში 40 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარი დაფინანსდა. დაფინანსების შედეგად პროექტის ბენეფიციარენს გადაეცათ სამკერვალო და საკონდიტრო ინვენტარი (საკერავი მანქანა, საცხობი ღუმელი და სხვა აუცილებელი ნივთები.) აგრო ტექნიკის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 206 ბენეფიციარს ხელის ტარქტორები გადაეცათ, ასევე დაფინანსდა 23 სასათბურე მეურნეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა და მეფრინველეობა. სხვა ობიექტებთან ერთად, პროექტმა 14 სამკერვალო სახელოსნო და 6 საოჯახო სასტუმრო დააფინანსა. ბიზნესის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით აღნიშნულ რეგიონებში დაფინანსდა 12 ადგილობრივი ბიზნესი და შეიქმნა 72 სამუშაო ადგილი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s