RSS

ეკოფაქტი მხარს უჭერს “დიას” ყოფილ თანამშრომლებს

22 Sep

“ეკოფაქტი” მხარდაჭერას უცხადებს ტელეკომპანია ,,დიას” ყოფილ თანამშრომლებს.

ტელეკომპანია ,,დია” მთელმა გუნდმა დატოვა, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, გადაცემების წამყვანებმა, განვითარების მენეჯერმა, მემონტაჟემ, ტექნიკურმა პერსონალმა, მიზეზი ის სამუშაო ხელშეკრულებები გახდა, რომელიც ტელევიზიის ხელმძღვანელმა მაია ტატულაშვილმა მათ ხელმოსაწერად გადასცა და ულტიმატუმის ფონზე ითხოვდა, დათანხმებოდნენ იმ პირობებს რაც მის ინტერესებში შედიოდა, რაზეც მთლიანი გუნდისგან ერთხმად უარი მიიღო. ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ხელშეკრულების პირობებს გაეცნენ, არაერთი პუნქტი მიუღებელი აღმოჩნდა, ამასთან კონსულტაციები სხვადასხვა იურისტებთანაც გაიარეს, ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ, ისინიც შოკირებულები დარჩნენ.

მიუხედავად ყველაფრისა, თანამშრომლები ცდილობდნენ შეთანხმების მიღწევას და ხელმძღვანელობას სთხოვდნენ, ორივე მხარის მოვალეობები ნათლად ყოფილიყო განსაზღვრული, ასევე მოითხოვდნენ, რომ ხელშეკრულებაში ეთიკის ქარტიის პრონციპების და მაუწყებლობის ქცევის კოდექსის დაცვა შეეტანათ, რაზეც უარი მიიღეს, უფრო მეტიც ამ ყველაფრის პასუხად, კომერციული დირექტორი, რომელიც საგანგებოდ გამოცხადებულ თათბირს ნასვამ მდგომარეობაში ესწრებოდა, თანამშრომლებს ქუჩური სიტყვებით მიმართავდა და ყვირილით ცდილობდა გავლენის მოპოვებას. ულტიმატუმის ენით საუბრობდა და აიძულებდა თანამშრომლებს დათანხმებოდნენ ამ პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვდა ურთიეთობა გაეწყვიტათ მათთან.

ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლები აღნიშნული შეურაცხყოფისთვის ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას და კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავენ.

,,დიას” ყოფილ თანამშრომლებთან ერთად მთელ რიგ დარღვევებზე მიუთითებენ იურისტები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან და პროფკავშირებიდან, რომლებიც ხელშეკრულებას დეტალურად გაეცნენ.

ჟურნალისტები კონკრეტულ ეჭვებს გამოთქვამენ და ხელშეკრულებაში მოყვანილ პუნქტებს ტელევიზიის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის განმავლობაში ტ/კ ,,დია”-ში პროფესიონალი კადრები მუშაობდნენ, რაც ტელევიზიის ნდობისა და რეიტინგის საგრძნობლად გაზრდაშიც აისახება. მიმდინარე წელს ჩატარებული ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ,,დიას” სიუჟეტებსა და გადაცემებში ჟურნალისტური სტანდარტები დაცულია, აშკარაა ობიექტურობა და ნეიტრალიტეტი, თუმცა “დიას” ხელმძღვანელი ხშირად ხელსაც კი უშლიდა ჟურნალიტების საქმიანობას.

კონტრაქტში, რომლის გამოც ტელეკომპანია “დიას” თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს, რამოდენიმე საგანგაშო პუნქტი იყო. კონტრაქტის მიხედვით, ჟურნალისტს ეკრძალებოდა ტელეკომპანიის დატოვების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში ყველა მის კონკურენტ მედიაში მუშაობა.

ასევე, კონტრაქტის თანახმად, ჟურნალისტი უნდა დამორჩილებოდა ხელმძღვანელის ნებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის კანონსაწინააღმდეგო იყო და ა.შ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s