RSS

გორში ღვინის ფესტივალი ტარდება

14 Sep
boTlebi01 კვირას, 14 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქალაქ გორში, თეატრის მიმდებარე სკვერში გაიმართება გორის ღვინის ფესტივალი.

გორის ღვინის ფესტივალი ტრადიციულ ღონისძიებად ყალიბდება, რომელზეც მთელი საქართველოდან მოწვეული მეღვინეები საკუთარ მარნებში ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ღვინოებს წარმოადგენენ.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება არამარტო ქართლის, არამედ იმერეთის, რაჭის, ლეჩხუმის, მესხეთის და კახეთის ღვინოები, მოეწყობა სხვადასხვა სოფლის პროდუქტების დახელნაკეთი ნივთების გაყიდვა. ასევე გაიმართებაკონცერტი, რომელშიცმონაწილეობასმიიღებს ჯაზ ბენდი კანუდოსი.

გორის ღვინის ფესტივალი მიზნად ისახავს არაინდუსტრიული, ნამდვილი ქართული ღვინის ნიშნის განვითარებას საქართველოს ბაზარზე, მცირე მწარმოებელთა ხელშეწყობას, ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საოჯახო მარნების კულტურის განვითარებასა და ენდემური ვაზი სჯიშების მოძიება-შენარჩუნებას.

ფესტივალზე დასასწრებად მოწვეულნი არიანრესტორნებისა და სასტუმროების მენეჯერები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები;

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანება აერთიანებს: ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის, სამცხე ჯავახეთისა და სამეგრელოს მეღვინეობის ასოციაციებს.
ორგანიზაციასაქართველოს მასშტაბით ეწევა უწყვეტ საგანმანათლებლო საქმიანობას, ეხმარება მეღვინეებს რჩევებით, აუცილებელი ხელსაწყოებით, მარკეტინგით, ბრენდინგით, ბიზნეს უნარების ამაღლებითა და სათანადო ლიტერატურით. ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა 700 მეღვინეს აჭარბებს.
გორის ღვინის ფესტივალი ტრადიციული ღონისძიებაა და ყოველი წლის სექტემბერში ტარდება.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s