RSS

ზოოპარკში, სპილოს ოპერაცია გაუკეთეს

18 Sep

გრანდითბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, სპილოს, რომლის სახელიცაა გრანდი, დღეს ოპერავია გაუკეთეს. ოპერაცია დასრულდა. მოტეხილ ეშვთან ერთად ექიმებმა ქვები, ხრეშისა და ქვიშის ნარჩენები და უზარმაზარი კისტა ამოიღეს, რომელიც ჩირქის წარმოქმნისა და მთელ ორგანიზმში ინფექციის გავრცელების წყარო იყო. ჯერ-ჯერობით გრანდის გაღვიძება ვერ ხერხდება. 

მოცემული მომენტისთვის მდგომარეობა ასეთია: გრანდის გულისცემა და მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია, ნარკოზის მოქმედება ამ დროისთვის მთლიანად შეჩერებულია, ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, პრობლემა ისაა, რომ გრანდს სძინავს, ამ მდგომარეობაში კი ძილი მისთვის ძალიან სახიფათოა. სპილო, რომელიც დაახლოებით 6 ტონას იწონის, მწოლიარე მდგომარეობაშია და მისი სხეული მთელი სიმძიმით აწვება ფილტვებს. ამგვარი სიძლიერის დაწოლამ შეიძლება ფილტვების შეშუპება და სუნთქვის შეჩერება გამოიწვიოს. სპილოს ოპერაცია 10:00 საათიდან მიმდინარეობს. “გრანდი თითქმის 10 საათია ერთ პოზიციაში წევს, ამის გამო მისი სხეული დაბუჟებულია და დასუსტებულ ცხოველს წამოდგომა უჭირს. ამ წუთებში ინგლისელი ვეტექიმები მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ სპილოს წამოდგომაში,” –  აღნიშნავენ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში.
ფოტო აღებულია თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ვებგვერდიდან

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s