RSS

ენგურჰესი – მედლის ორი მხარე

01 აგვისტო

engurhesi 012ოლიკო ცისკარიშვილი

სოფელ ჯვართან, ენგურჰესის უზარმაზარი კაშხალი, ორმოც წელზე მეტია სრული დატვირთვით მუშაობს. სწორედ, აქ შევჩერდით პირველდ, მედიატურის მონაწილე ოცი ჟურნალისტი.

კაშხალზე, წყლის ფსკერიდან 235 მეტრზე ასულებს, საიდანაც ადამიანებსა და ავტომობილებს ძლივს ავრცევდით, შიშიც არ გვიპყრობს, რომ შეიძლება წყალსაცავი გაირღვეს და წარმოუდგენელი მასშტაბის ტრაგედია დატრიალდეს… ამიტომ თამამად დავაბიჯებთ და ვტკბებით წყალსაცავის სილამაზით.

ენგური ერთ-ერთი წყალუხვობით გამორჩეული მდინარეა, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ კავკასიაში. მისი სიგრძე დაახლოებით 213 კილომეტრია.

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო სიმძლავრეა 1640 ათ. კვტ, საშუალო წლიური გამომუშავება — 5,46 მლრდ კვტ-სთ. კაშხალის მუშაობა გათვლილია, მინიმუმ 200 წელზე.

engurhesi 008სპეციალისტთა მტკიცებით, მას 8-9 ბალიანი მიწისძვრაც ვერ დააზიანებს. მათი თქმით, ასეთი რამ წარმოუდგენელიც კია, რადგან მის გარშემო ვულკანური წარმოშობის მთებია და მისი ჩამოშლის ალბათობაც კი ნულს უტოლდება.

ჰიდროელექტრორესურსების გამოყენებაზე ფიქრი პირველად დიდმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო, თუმცა იგი უფრო მცირე ჰესების აგებაზე იყო ორიენტირებული.

ენგურჰესი, სადაც ამჟამად 250 ადამიანია დასაქმებული, ტურისტებისთვისაც საინტერესო ადგილია. ჩვენი სტუმრობისას უამრავი უცხოელი ვიზიტორი მოხიბლული იყო ჰესითა და წყალსაცავით.

ენგურჰესის მშენებლობამ ხუთი სოფლის დატბორვა გამოიწვია, მათ შორის ჰუდონის. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ელეტროენერგიას გამოვიმუშავებთ (ენგურჰესი ენერგიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოიშავებს), მაგრამ ამ ყველაფერს უკუპროცესებიც ახლავს, სწორედ ამ პრობლემებზე გვესაუბრა პროფესორი გიორგი დვალაშვილი.

“ამ ადგილის დამსახურებით ანაკლიის სანაპირო ზოლი წაირეცხა. ამ წყალსაცავის ფუნქციონირების შემდეგ, ის ნაშენი მასალა, რომელიც მდინარეს ფაქტობრივად, დიდი ხნის განმავლობაში ზღვაში ჩაჰქონდა, აღარ ჩააქვს და ზღვას, სამწუხაროდ, ვეღარ კვებავს. არადა ზუსტად ამ მდინარის დამსახურებით, გეოლოგიურ წარსულში, ანაკლიის სანაპირო ზოლი შეიქმნა. დაახლოებით ათი ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა ანაკლიის ნაპირი ამ მდინარის ჩამოტანილი მასალით. ახლა კი, ნაშალი მასალა ზღვამდე ვეღარ ჩადის,” – გვეუბნება გეოგრაფი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

აქ, 1961 წლამდე ჩვეულებრივად გადიოდა გზა, სეზონური დასახლება სოფელი ჰუდონი, დატბორვისას ჩაიძირა.

engurhesi 003გეოგრაფიული შეფასება  ასეთია – თუ მაგანაშშიც გაკეთდება ასეთი ჰესები, და დაიწყო მისი ჩაკეტვა, შამგონის კუნძულსაც პრობლემა შეექმნა. პრობლემა შეექმნება ანაკლიასაც, ამტკიცებს პროფესორი დვალაშვილი. ზღვა კვების გარეშე დარჩება. მისი თქმით, ძალიან ბევრი, კომპლექსური პრობლემაა.

სტატია მომზადდა პროგრამის “სქართველოს რეგიონეში კლიმატის ცვლილებისადამი ადაპტაციისა და შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია ფარგლებში”. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხრდაჭერით.

 

დატოვე კომენტარი